სოფელ ქვემო ვილდას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: დასავლეთის ფასადი '''სოფელ ქვემო ვილდას ეკლესი...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:43, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

დასავლეთის ფასადი

სოფელ ქვემო ვილდას ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირას დგას მოყვითალო შირიმის ქვით ნაგები დარბანული ეკლესია. კვადრები სხვადასხვა ზომისაა. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში შეისრულთაღიანი, ნაოთხალი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მაღალი სწორკუთხა ნიშებია. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით, რომელთაც სატრიუმფო თაღი ეყრდნობოდა. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კამარის თაღის საბრჯენი დასავლეთი კედლის სიმაღლე 6-7 მეტრს აღწევს, სამხრეთისა კი 1-2 მეტრს. სამხრეთის შესასვლელი მთლიანად მორღვეულია. ინტერიერი შირიმის ქვითაა მოპირკეთებული. აღმოსავლეთის სარკმელს ორმაგლილვიანი სათაურის ქვა აქვს. დასავლეთის კედლის წყობაში ჩაყოლებულია კვადრი ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ამ ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადთან მიწის დონე ძლიერ აწეულია. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით.





[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები