სოფელ ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი
(ახალი გვერდი: სამხრეთის კედლის ფასადი '''სოფელ ქვემო სნეკვი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:15, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ ქვემო სნეკვის ზურგიანი კოშკი - კოშკი დგას "გაბუაანის" უბნის აღმოსავლეთით 1,5 კმ.ტყიანი გორის წვერზე და მიეკუთვნება ე.წ. ზურგიანი კოშკების” რიცხვს. მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთი კი ნახევარწრიული. შესასვლელი სამხრეთის კედელში მეორე სართულის დონეზეა. იგი სწორკუთხაა, 130 სმ. სიმაღლისაა. აქვს საურდულე ბუდე. კოშკი 5 სართულის დონეზე შემორჩა. სამხრეთ კედელს I,III,IV და V სართულისე თითო სარკმელი აქვს. კოშკის პროპორციები მეტყველებენ, რომ იგი გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო. სართულშუა გადახურვები ბრტყელი, კოჭოვანი იყო. შემორჩენილია მხოლოდ საკოჭე ბუდეები. კოშკის კედლებში სათო ფურები არ შეიმჩნევა. იგი ნაშენია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ჯიშის ქვის კვადრებით ქვა უმეტესად რუხი ფერისაა.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა