სოფელ ქურთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: სამხრეთ-დასავლეთის ფასადი '''სოფელ ქურთის წ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:01, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

სამხრეთ-დასავლეთის ფასადი

სოფელ ქურთის წმინდა გიორგის ეკლესია - XIX - აწ განსვენებული ადგილობრივი მცხოვრების, ყარამან ბასიშვილის გადმოცემით მას ჭაბუკობაში უმუშავია ეკლესიის მშენებლობაზე, რომლის მშენებელიც იყო ბერძენი ხელოსანი. სამების წმ.გიორგის დარბაზული ეკლესია ნაგებია შერეული მასალით - რიყის ქვით, ფლეთილი ქვით და ქართული აგურით. აქვს ჩატანებული ძველი ეკლესიიდან გადარჩენილი შირიმის თლილი კვადრებიც. ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა ცენტრში განიერი, თაღოვანი სარკმლით. აბსიდის ჩრდილოეთ ნაწილში ღრმა, განიერი, თაღოვანი ნიშაა (155X78სმ.), სამხრეთი - მაღალი, იგივე ფორმის დიდი ნიში (290X100 სმ.). აბსიდის კუთხეების ზედა ნაწილში ჩატანებულია სააკუსტიკო ხვრელები. აბსიდის ცენტრში ტრაპეზის მასიური ქვაა. იატაკი ქართული აგურისაა და ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის ფიცრულ იატაკზე. აბსიდის ატაკს გააჩნია ნახევარწრიული სოლეა. მის წინ რუსული იკონოსტასის ჩარჩოა. აბსიდის კონქი და დარბაზის კამარა ფიცრულია და შელესილი. კამარის ცენტრში ასევე ფიცრული თაღია. გრძივი კედლების ცენტრებში ქართული აგურით ამოყვანილი განიერი პილასტრებია. აღმოსავლეთით განიერი, თაღოვანი სარკმლები ასეთივე სარკმელია დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, ინტერიერის კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაშის ქვეშ ჩანს – კედლის წყობა - აგური და რიყის ქვა ეკლესია გადახურულია თანამედროვე თუნუქის სახურავით. ეკლესიაში დასაფლავებულია ზაალ მაჩაბელი. ამჟამინდელი ეკლესია დაშენებულია ძველ ნაეკლესიარზე, რომლის საძირკვლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შეინიშნება, რის მიხედვითაც იგი საკმაოდ დიდი ზომის უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია – ეკლესიის გაორმაგებული სახელი - “სამების წმ გიორგი" ამ გარემოებამაც განაპირობა.


[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები