სოფელ ძარწემის სპარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ეკლესიის გეგმა '''სოფელ ძარწემის სპარსეთი...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:52, 15 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ეკლესიის გეგმა

სოფელ ძარწემის სპარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია - სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4-5 კმ. მდებარე ეკლესია დარბაზულია, სამხრეთი მინაშენით. ნაშენია რუხი ტუფის უხეშად დამუშავებული კვადრებით და დუღაბის სქელი ხსნარით. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აბსიდითაა დასრულებული. ცენტრში თაღოვანი სარკმელია. კონქი და კამარა ცილინდრული ფორმისაა. ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა კრონშტეინებს სამხრეთი კრონშტეინის ქვეშ მცირე ზომის სარკმელია. აბსიდში, კედელთან, მიდგმულია მასიური ტრაპეზის ქვა. აბსიდის იატაკი სამი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია ოთხსვეტიანი ქვის კანკელით. სამხრეთ კუთხეში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აქ ჩამობმულია ხის მასიური, რკინით შეჭედილი კარები, ასეთივე წირთხლებით. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნახევარს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გაუყვება. დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში თაღოვანი ნიშაა. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას მრგვალი ფორმის, მასიური ბუნის ქვა, რომელშიც ჩადგმულია ორი მეტრის სიმაღლის ხის ჯვარი. ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია. სამხრეთი მინაშენი გარანდულია, ეკლესიის ფასადსა და მინაშენს შორის საკმაოდ შესამჩნევი ღიობებია. მინაშენი შუაში გადატიხრულია ორ ნაწილად. დასავლეთ ნაწილის სამხრეთ კედელში შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული შესასვლელია (არქიტრავი ჩამოვარდნილია). შესასვლელს რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარები აქვს. დასავლეთ კედლის ცენტრში მცირე ზომის, სწორკუთხა ფორმის სარკმელია; სამხრეთით - ნიშა. მინაშენის ტიხარში დაბალი, სწორკუთხა წირთხლებიანი შესასვლელია. მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილი უაბსიდოა. აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სარკმელია. მინაშენი ნახევარკამარითაა გადახურული. ნაშენია ფლეთილი ქვით. ყველა ფასადი ნაშენია რუხი ფერის ტუფის უხეშად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიას შემოუყვება სწორკუთხა პროფილიანი, მარტივი კარნიზი. დასავლეთი სარკმლის გვერდებზე და თავზე ბაზიანი ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას და მინაშენს ერთიანი გადახურვა აქვს. საბურავ მასალად კრამიტია გამოყენებული.


[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები