წმინდა პეტრეს ტაძარი რომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Wminda petres bazilika.png|thumb|200პქ|წმინდა პეტრეს ბაზილიკა]]
 
'''წმინდა პეტრეს ტაძარი რომში''' – (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano), XVI საუკუნის იტალიური ხუროთმოძღვრების  ერ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. იგი აგებულია დ. ბრამანტეს პროექტის მიხედვით, რომელიც შემდგომში გადამუშავებული იყო მიქელანჯელოს მიერ. ტაძარი შენდებოდა თითქმის 130 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში მის აგებაში გარდა ბრამანტესი და მიქელანჯელოსი მონაწილეობდნენ ვინიოლა, ჯაკომო დელა პორტა, კარლო მადერნა და ლორენცო ბერნინი.
 
ხაზი 16: ხაზი 17:
 
გარედან ტაძრის [[ფასადი|ფასადები]] დანაწევრებულია ორ რეგისტრად. ტაძრის ქედა ორი [[სართული]] გაერთიანებულია [[კორინთული ორდერი]]ს პილასტრებით, რომელთა შორის მოქცეულია [[სარკმელი|სარკმლების]] [[ღიობი|ღიობები]], მესამე სართული გადაწყვეტილია [[ატიკი]]ს სახით, რომელიც დაგვირგვინებულია [[პარაპეტი]]თ. შენობის აღნაგობაში დომინანტს უზარმაზარი ცენტრალური გუმბათი წარმოადგენს. მისი ყელი შემკულია ორმაგი სვეტების რიგით, ხოლო სფერული ზედაპირი დანაწევრებულია წიბოებით, რომელთა შორის განლაგებულია მრგვალი სარკმლები. გუმბათი მთავრდება მაღალი სანათურით.
 
<gallery>
 +
ფაილი:Bramantes proeqni.png|ბრამანტეს ერთ-ერთი პროექტი;
 +
ფაილი:Miqelanjelos proeqti.png|მიქელანჯელოს პროექტი;
 +
ფაილი:Madernas proeqti.png| კარლო მადერნას პროექტი;
 +
ფაილი:Xedi gumbatidan.png| წმინდა პეტრეს მოედნის ხედი ტაძრის გუმბათიდან.
 +
</gallery>
 +
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
* [[არქიტექტურის საფუძვლები]]
 
* [[არქიტექტურის საფუძვლები]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ძეგლები იტალიაში]]
 
[[კატეგორია:არქიტექტურული ძეგლები იტალიაში]]
 
[[კატეგორია:აღორძინების პერიოდის არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:აღორძინების პერიოდის არქიტექტურა]]

მიმდინარე ცვლილება 13:55, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

წმინდა პეტრეს ბაზილიკა

წმინდა პეტრეს ტაძარი რომში – (იტ. Basilica di San Pietro in Vaticano), XVI საუკუნის იტალიური ხუროთმოძღვრების ერ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. იგი აგებულია დ. ბრამანტეს პროექტის მიხედვით, რომელიც შემდგომში გადამუშავებული იყო მიქელანჯელოს მიერ. ტაძარი შენდებოდა თითქმის 130 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში მის აგებაში გარდა ბრამანტესი და მიქელანჯელოსი მონაწილეობდნენ ვინიოლა, ჯაკომო დელა პორტა, კარლო მადერნა და ლორენცო ბერნინი.

ბრამანტეს პროექტის მიხედვით წმ. პეტრეს ტაძრის გეგმის საფუძვლად აღებული იყო ბერძნული ჯვრის ფორმა, მთავარი გუმბათით ცენტრში და ოთხი მცირე გუმბათით კუთხეებში. ბრამანტეს მიერ გათვალისწინებული იყო აგრეთვე შენობის კუთხეებში კამპანილების აგებაც.

მიქელანჯელომ ბრამანტეს სიკვდილის შემდეგ გადაამუშავა ტაძრის გეგმა. კერძოდ, მან საგრძნობლად გააძლიერა ტაძრის ბურჯები და კედლები, რითაც ხაზი გაუსვა ცენტრალური მოცულობის მნიშვნელობას. გარდა ამისა მიქელანჯელომ უფრო გაამთლიანა გარე მასების კომპოზიცია, უარყო ტაძრის კუთხეებში გათვალისწინებული კამპანილები და გადაამუშავა გუმბათი.

XVII საუკუნის დასაწყისში კარლო მადერნამ რომის პაპის პავლე V მითითებით ტაძარს დასავლეთის მხრიდან მიუშენა გრძივი ნაგებობა და პორტიკი.

1629 წლიდან ლორენცო ბერნინი ხელმძღვანელობს ტაძრის ინტერიერის სამუშაოებს და ამავე დროს ტაძრის წინ აგებს გეგმაში ელიფსის ფორმის მქონე გრანდიოზულ კოლონადას, რომელიც მოედნის ანსამბლს წარმოადგენს.

წმ. პეტრეს ტაძარი საბოლოო სახით წარმოადგენს ლათინური ჯვრის ფორმის გეგმის მქონე ჯვარ–გუმბათოვან ნაგებობას . ტაძრის ცენტრალური სივრცე დაგვირგვინებულია ოთხ მძლავრ ბურჯზე დაყრდნობილი გრანდიოზული (დიამეტრი 43 მეტრი) გუმბათით.

შენობის კუთხეებში გამოყოფილი სადგომები გადახურულია მცირე ზომის გუმბათებით, ტაძრის დასავლეთის ნაწილს წაგრძელებული სწორკუთხედი ფორმა აქვს და მთავრდება პორტიკით. ინტერიერის ცალკეული ნაწილები გადახურულია კამარებითა და გუმბათებით, რომელთა ზედაპირი დაფარულია კესონებითა და მოხატულობით. კედლები და ბურჯები შემკულია სვეტებით, პილასტრებით რელიეფით მთელი ტაძარი მოხატულია ფრესკებით.

გარედან ტაძრის ფასადები დანაწევრებულია ორ რეგისტრად. ტაძრის ქედა ორი სართული გაერთიანებულია კორინთული ორდერის პილასტრებით, რომელთა შორის მოქცეულია სარკმლების ღიობები, მესამე სართული გადაწყვეტილია ატიკის სახით, რომელიც დაგვირგვინებულია პარაპეტით. შენობის აღნაგობაში დომინანტს უზარმაზარი ცენტრალური გუმბათი წარმოადგენს. მისი ყელი შემკულია ორმაგი სვეტების რიგით, ხოლო სფერული ზედაპირი დანაწევრებულია წიბოებით, რომელთა შორის განლაგებულია მრგვალი სარკმლები. გუმბათი მთავრდება მაღალი სანათურით.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები