მიგარიას მასივი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | ||
| − | + | [[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]] | |
[[კატეგორია:მთები საქართველოში]] | [[კატეგორია:მთები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:მთები სამეგრელოში]] | [[კატეგორია:მთები სამეგრელოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:46, 17 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
მიგარიას მასივი – დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კარსტის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ პერიფერიულ ნაწილში. მიგარიის კირქვული მასივი აღმართულია მდ. ხობისა და ტეხურის კალაპოტებს შორის. მისი სიგრძე 17 კმ-ს უდრის, მაქსიმალური სიგანე კი 8 კმ-ს აღწევს (ცენტრალურ ნაწილში). კარსტული ტერიტორიის ფართობი 75 კმ²-ია. მასივის უმაღლესი მწვერვალებია მიგარია (2023 მ.ზღვ.დ.) და ჯვარი (1838 მ ზღვ.დ.).
მიგარიას მასივში შემორჩენილია უნიკალური მეზოფილური ტყე წაბლის, ბზისა და კოლხური ენდემების მონაწილეობით. აგრეთვე კაკლის ტყეები, წაბლნარ-რცხილნარი და რცხილნარები, მუქწიწვიანი ტყე კოლხური ქვეტყით. ეს მასივი არის აგრეთვე ვიწრო ლოკალური ენდემის მეგრული არყის ჰაბიტატი. აქ გავრცელებულია მრავალი ვიწრო ლოკალური ენდემები, როგორიცაა მაგალითად კოლხური ყოჩივარდა, ძაკუს მაჩიტა, მეგრული მაჩიტა, ფონდერვიზიის მაჩიტა, იორდასალამი და მრავალი სხვ.