ალაზნის ველი
(ახალი გვერდი: '''ალაზნის ველი''' – მთათაშუა ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, [[...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Alaznis veli.png|thumb|200პქ|წარწერის ტექსტი]] | ||
'''ალაზნის ველი''' – მთათაშუა ვაკე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და ივრის ზეგანს შორის. | '''ალაზნის ველი''' – მთათაშუა ვაკე აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და ივრის ზეგანს შორის. | ||
11:59, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია
ალაზნის ველი – მთათაშუა ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის.
იგი საქართველოს ფარგლებში 160 კმ-ზეა გადაჭიმული (უდიდესი სიგანე 28-30 კმ), რომელიც თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდულია მთებით. ვაკის აბსოლუტური სიმაღლე 200-470 მ-ია; იგი დასერილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი მდინარეებით. ვაკის ზედაპირი დახრილია ალაზნის მიმართულებით და გართულებულია ალაზნის მარჯვენა და მარცხენა შემდინარეთა გამოზიდვის კონუსებით. სიღნაღის მერიდიანის აღმოსავლეთით ალაზანი მეანდრებს აჩენს.
ივრის ზეგანს მტკვარ-ალაზნის შუამდინარეთში ვრცელი ფართობი უჭირავს, რომლის ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებას განსაზღვრავს მისი შემაღლებული ვაკისებრი, სუსტად დანაწევრებული რელიეფი. ელდარის ვაკესთან ერთად იგი გამოირჩევა სიმშრალით, მწირი მცენარეულობით და ნიადაგურ საბურველს მოკლებული ბედლენდური რელიეფის ფართო გავრცელებით. მიკრორელიეფური ფორმები წარმოდგენილია უწყლო და პერიოდულად წყლიანი ხევებით, ბედლენდებით. გარეჯის სერის მთელ სიგრძეზე განლაგებულია საშუალო საუკუნეების სამონასტრო ნაგებობანი.