ქიცვიანი სკაროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქიცვიანი სკაროსი“ გადაიტანა გვერდზე „ზღვის მელა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზღვის მელა“ გადაიტანა გვერდზე „ქიცვიანი სკაროსი“ გადამისამარ...)

22:00, 29 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ქიცვიანი სკაროსი (ზღვის მელა) – Raja clavata linne

კლასი: ხრტილოვანი თევზები
რიგი: სკაროსები

ზღვის მელა გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბალტიის, ხმელთაშუა და შავ ზღვაში. მამლების სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს, დედლების – 125 სანტიმეტრს. შავი ზღვის მელა მეორე ხარისხოვანი სარეწაო მნიშვნელობის თევზია .

ბიოლოგია

ზღვის მელა ზღვის წმინდა ფსკერული თევზია, რომელიც მტკნარ წყალს გაურბის. ის შავ ზღვაში 100 მეტრის სიღრმემდე ცხოვრობს და ხშირად სილაში ეფლობა.

გამოყენება

ღვიძლი 32-68 % ცხიმს შეიცავს და გამოიყენება ცხიმის გამოსადნობად. ხორცს იყენებენ თევზის საკვებ სათევზე ფქვილის დასამზადებლად. დასავლეთ ევროპაში ზღვის მელას ხორცს საკვებად ხმარობენ. ხორცი 1 %/-მდე ცხიმს შეიცავს; ის. გემრიელია და ძვირად ფასობს.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები