ჭაფალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Wafala.png|thumb|200პქ|ჭაფალა]]
 
'''ჭაფალა''' – Coregonus albula Linne 1758
 
'''ჭაფალა''' – Coregonus albula Linne 1758
  

მიმდინარე ცვლილება 16:41, 9 იანვარი 2026 მდგომარეობით

ჭაფალა

ჭაფალა – Coregonus albula Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ორგულისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
გვარი: სიგები

თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. პირი ზედაა. ქვედა ყბა ზედა ყბაზე უფრო გრძელია და ზემოთაა აღმართული, ლაყუჩთა ჩხირები ძლიერ გრძელები და მიჯრით მიწყობილია, რიცხვით 36-52-ია. თვალები დიდია და მისი დიამეტრი შუბლის სიგანის 70%-ზე მეტია. ანტიდორსალური მანძილი სხეულის სიგრძის (კუდი შუალედი სხივების ბოლომდე) 42%-ზე მეტია. თავის სიგრძე სხეულის სიგრძის საშუალოდ 20%-ზე მეტია (19,3- 23,3%). სხეულის სიმაღლე მისი სიგრძის საშუალოდ 19% შეადგენს. სხეულის უმცირესი სიმაღლე საშუალოდ თავის სიგრძის 32%-ზე ნაკლებია. შუბლის სიფართოვე თვალის ვერტიკალური (შვეული) დიამეტრის თითქმის თანაბარია. თვალის ვერტიკალური დიამეტრი თავის სიგრძის 19-27%-ია (საშუალოდ 23%, გასწვრივი დიამეტრი კი 21-31% (საშუალოდ 25,5%)), ზურგი მწვანე, გვერდები კი მოვერცხლისფრო თეთრია, დინგის წვერო მუქი. სიგრძით 200-260 მმ-მდე, იშვიათად 325 მმ-მდეა.

[რედაქტირება] გავრცელება

გავრცელებულია ბალტიის ზღვის ტბებში, ბოტნიის და ფინეთის უბეებში, შვედეთისა და ფინეთის ტბებში და 'მდინარე ვოლგის ზედა ნაწილის ზოგიერთ ტბებში. საქართველოს ფარგლებში მოშენებულია ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში.

[რედაქტირება] კვება

ჭაფალა ყველაზე უფრო ინტენსიურად ზაფხულში იკვებება. ის უმთავრესად ზოოპლანქტონს, ულვაშდატოტვილ პატარა კიბოსნაირებს, ნიჩაბფეხიანებს, ნაწილობრივ ციბრუტელა ჭიებს, ზოგჯერ თევზების ქვეირითსა და ახალგაზრდებს ეტანება.

ჭაფალა ტბაში დღეღამუ – ვერტიკალურ მიგრაციას ახდენს, რაც დაკავშირებულია პლანქტონის გადაადგილებასა და წლის ტემპერატურასთახ.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები