სოფელ ვახტანას ეკლესიის ნანგრევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: გეგმა '''სოფელ ვახტანას ეკლესიის ნანგრევები''' - ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:05, 15 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ ვახტანას ეკლესიის ნანგრევები - განვითარებული შუა საუკუნეები - ძეგლი მდებარეობს გომართის მთაზე, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია, ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი ოთხკუთხა ნიშითა და ორსაფეხურიანი შვერილით. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. ჩრდილოეთ კედელს ორსაფეხურიანი პილასტრი ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია კედლის პილასტრი.არქიტრავული შესასვლელი გაჭრილია დასავლეთ კედელში. ეკლესიის თაღ-კამარა და კედლის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. სამხრეთი კედელი მთლიანად დანგრეულია. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა