სოფელ ყორნისის გვერდას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი'''სოფელ ყორნისის გვერდას ე...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:38, 16 იანვარი 2026 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი
სოფელ ყორნისის გვერდას ეკლესია - ეკლესია ნაგებია დიდი ზომის, კარგად თლილი ქვიშაქვის კვადრებით.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთით სწორკუთხა ნიშია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობოდა. საკურთხევლის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტებია შემორჩენილი. გრძივი კედლები წყვილი პილასტრის საშუალებით სამ, თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელებს კამარის საბრჯენი თაღი ებჯინებოდა. დარბაზი ნათდება დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი სარკმლებით. ამავე კედელშია გაჭრილი შესასვლელები. ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით მინაშენები გააჩნია. დასავლეთ მინაშენსა და ეკლესიის ჩრდილოეთ კედელს შორის ნაკერი ჩანს. ჩრდილოეთი ფასადის აღმოსავლეთ მონაკვეთში ნიშია მოწყობილი. სამხრეთი მინაშენი განიერია და უფრო მოკლე. სამშენებლო ქვა ფლეთილია. მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა იქვე ბუნის ქვა დევს. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. მინაშენები ჩამონგრეულია.




[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები