პილადესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
10:50, 3 ივლისი 2017-ის ვერსია
პილადესი – (ბერძნ.) ფოკისის მეფისწული, ორესტესის მეგობარი.
როდესაც კლიტემნესტრამ სიცოცხლეს გამოასალმა თავისი მეუღლე აგამემნონი, უმამოდ დარჩენილი მცირეწლოვანი ორესტესი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა (იგი ხომ მიკენის ტახტის მემკვიდრე იყო), ფოკისის მეფეს გაუგზავნეს. იქ ორესტესი მეფისწულ პილადესთან ერთად იზრდებოდა. როდესაც შურისძიების დრო დადგა და ორესტესი მიკენში დაბრუნდა, მას თან ახლდა პილადესი. ორესტესთან ერთად გაემგზავრა იგი ტავრისშიც, რათა იქიდან იფიგენია ჩამოეყვანა.
ბოლოს პილადესმა ორესტესის და, ელექტრა შეირთო ცოლად.
პილადესი ერთგული მეგობრის სიმბოლოდ დარჩა ლიტერატურაში.