სოფელ შინდარას წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სამხრეთი ფასადი '''სოფელ შინდარას წმინდა გიორ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:52, 20 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ შინდარას წმინდა გიორგის ეკლესია - დარბაზული ეკლესია ნაგებია მოყვითალო ქვიშაქვით. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა.ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარული და პერანგშემოცლილია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა. მიწის დონე აწეულია.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა