სოფელ ძვილეთის წმინდა გიორგის ეკლესია
(ახალი გვერდი: სამხრეთის ფასადი '''სოფელ ძვილეთის წმინდა ...) |
12:55, 20 იანვარი 2026-ის ვერსია
სოფელ ძვილეთის წმინდა გიორგის ეკლესია - სოფლიდან ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ძველ სასაფლაოზე დგას დარბაზული ეკლესია კოშკით, ნაგები სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია შებრტყელებული, ნალისებრი აბსიდით. ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. აბსიდის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩრდილოეთის მხოლოდ ქვედა ნაწილი ჩანს. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. სამხრეთი შესასვლელის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის დასავლეთი კედლის გაგრძელებას გეგმით სწორკუთხა კოშკი წარმოადგენს. აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო ჩრდილოეთში ერთი სწორკუთხა ნიშია. გრძივ კედლებზე კრონშტეინებია შემორჩენილი. ეკლესიის ჩრდილოეთით მინაშენის კვალი იკითხება. ორივე ნაგებობა დაზიანებულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა