სოფელ წორბისის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან '''სოფელ წორბისი...) |
მიმდინარე ცვლილება 16:07, 20 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ წორბისის კოშკი - ხუთსართულიანი კოშკი ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის მოვარდისფრო ქვით. ნაგებობა გეგმით მართკუთხედს წარმოადგენს. პირველი სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. კარი ნაოთხალია. შემორჩენილია საურდულეები. სამხრეთ კედელში და ერთი სათოფური სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულის დასავლეთ კედელში ორი სათოფური და არქიტრავული შესასვლელია დატანებული. აღმოსავლეთ კედელში ორი სათოფურია; ჩრდილოეთ კედელში შეისრულთაღიანი ბუხარია. კოშკის სართულშუა გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შემორჩენილია კოჭის ბუდეები. ნაგებობის ფასადებზე ბევრგან ამოკვეთილია ადამიანის ხელი. კოშკს სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა დანიშნულების სათავსები აკრავს.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა