სოფელ წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია
(ახალი გვერდი: სამხრეთი შესასვლელი '''სოფელ წორბისის...) |
მიმდინარე ცვლილება 17:40, 20 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ წორბისის ღვთისმშობლის ეკლესია - IX-X სს. - დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვის კვადრები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია აბსიდით. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო შვერილებით. კედლების ძლიერი დაზიანების გამო სარკმლები არ შეინიშნება. სამხრეთი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარედან კი თაღოვანია. ფასადების დეკორაციული აქცენტებიდან აღსანიშნავია სამხრეთი კარის მორთულობა. შემორჩენილია თაღის ორი თლილი ქვა. წარბის ფორმის თაღის მთელი არე დაფარულია ორლენტოვანი გეომეტრიული წნულით. ასეთი კვეთა ანალოგიურია X-XI საუკუნის ძეგლებისათვის. შესაძლოა მოგვიანებით დასავლეთ კედელშიც გაჭრეს კარი, რაზედაც მიგვანიშნებს ამავე კედლის შუა მონაკვეთში არსებული ღიობი. ეკლესიის თაღ-კამარა და კედლის ზედა ნაწილები ჩამონგრეულია. ინტერიერში და ძეგლის გარშემო ყრია ჩამონაშალი ქვა.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა