სოფელ აბრევის თედოწმინდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გეგმა '''სოფელ აბრევის თედოწმინდის ეკლე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:16, 22 იანვარი 2026 მდგომარეობით

გეგმა

სოფელ აბრევის თედოწმინდის ეკლესია - შუა საუკუნეები - დარბაზული ეკლესია აბსიდით. სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი და საფეხურებიანი სარკმელია გაჭრილი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. კონქის მხოლოდ აღმოსავლეთის მცირე ნაწილია შემორჩენილი. აბსიდის სამხრეთი მხარის, ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილია ჩამონგრეული. საკურთხევლის წინ გვიანდელი კანკელის ფრაგმენტებია შემორჩენილი. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. სამხრეთი შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნით კი თაღოვანი. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია, კედლები გარღვეულია, ხოლო ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.


[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები