სოფელ ბალაანის წმინდა გიორგის ეკლესია
(ახალი გვერდი: გეგმა '''სოფელ ბალაანის წმინდა გიორგის ეკლ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:09, 26 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ ბალაანის წმინდა გიორგის ეკლესია - სასაფლაოზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის ფიქალი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სარკმლის თავზე კიდევ ერთი სარკმელია. საკურთხევლის ცენტრში და ჩრდილოეთით ტრაპეზის ქვა დგას. სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეა და კანკელის შემორჩენილი ფრაგმენტებია. იატაკზე დაგებულია დიდი ზომის ფიქალი.
ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს გვიანდელი კარიბჭე - სამრეკლო. კარიბჭე ფლეთილი ქვითაა ნაგები. სამრეკლო ღია ფანჩატურს წარმოადგენს. იგი მთლიანად ნაგებია შირიმის ქვით. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ფიქალი. ძეგლს გარშემო მშრალი წყობის გალავანი შემოუყვება. შესასვლელი სამხრეთიდანაა დატანებული.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა