სოფელ ბოსელთას წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გეგმა '''სოფელ ბოსელთას წმინდა გიორგის ეკლ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:12, 26 იანვარი 2026 მდგომარეობით

გეგმა

სოფელ ბოსელთას წმინდა გიორგის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე მდ. ალეურას ხეობაში მდებარეობს ეკლესია, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია ორი შეისრულთაღიანი, ჩრდილოეთით კი სამი არქიტრავული ნიშა. ასეთივე ნიშებია დასავლეთ კედელში.

სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ვიწრო სარკმლებია მოწყობილი. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა. სავარაუდოა, რომ ეკლესია კოშკის გეგმაზეა აგებული.





[რედაქტირება] წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები