შავი ზღვის კალკანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შავი ზღვის კალკანი''' − Rombus maeoticus (Pallas) '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლა...) |
15:55, 29 იანვარი 2026-ის ვერსია
შავი ზღვის კალკანი − Rombus maeoticus (Pallas)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:კალკანისებრნი, რომბისებრნი
თევზის სახეობა კალკანისებრთა ოჯახისა. ქერცლი არა აქვს. კანში მახვილი ძვლოვანი ქიცვები, გამობერილი (გამოზნექილი) ფუძით აქვს დაფარული, თვალები მარცხენა მხარეზეა. პირი დიდია. გვერდითი ხაზი მკერდის ფარფლს უვლის, მასში 85-86 ხვრელია.
გავრცელებულია შავ ზღვასა და მის სანაპიროებში. კალკანის ცალკეული ეგზემპლარები აზოვის ზღვის სამხრეთ ნაწილში იჭრებიან; გვხვდებიან ბოსფორში, ადრიატიკის ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის აღმოსაგლეთ ნაწილში.