სკორპენების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზღვის ჩოჩიების (სკორპენები) გვარი''' – Scorpaena '''ტიპი:''' ქორდიანებ...) |
00:01, 1 თებერვალი 2026-ის ვერსია
ზღვის ჩოჩიების (სკორპენები) გვარი – Scorpaena
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: სკორპენისებრნი
თევზების გვარი სკორპენისებრთა ოჯახისა. თავზე თვალბუდის წინა ქიცვები კანის გამონაზარდები და სავარცხლები კარგად აქვს განვითარებული. დამახასიათებელი ჩაწეული შუბლი აქვს. გავრცელებულია შავ ზღვაში. სიგრძით 30 სმ-ს აღწევს.
ამ გვარიდან საქართველოს ფარგლებში ცნობილია ერთი სახეობა.