სკორპენების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზღვის ჩოჩიების (სკორპენები) გვარი – Scorpaena
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: სკორპენისებრნი
თევზების გვარი სკორპენისებრთა ოჯახისა. თავზე თვალბუდის წინა ქიცვები კანის გამონაზარდები და სავარცხლები კარგად აქვს განვითარებული. დამახასიათებელი ჩაწეული შუბლი აქვს. გავრცელებულია შავ ზღვაში. სიგრძით 30 სმ-ს აღწევს.
ამ გვარიდან საქართველოს ფარგლებში ცნობილია ერთი სახეობა.