აზოვის ქაშაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(გამოყენება)
 
ხაზი 29: ხაზი 29:
  
 
===== გამოყენება =====
 
===== გამოყენება =====
ქერჩის სრუტეში აზოვის ქაშაყი მეტად მსუქანია. მას შავი ზღვის ქაშაყთან ერთად ამზადებენ.
+
ქერჩის სრუტეში აზოვის ქაშაყი მეტად მსუქანია. მას [[შავი ზღვის ქაშაყი|შავი ზღვის ქაშაყთან]] ერთად ამზადებენ.
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 11:47, 2 თებერვალი 2026 მდგომარეობით

აზოვის ქაშაყი

აზოვის ქაშაყი – Caspialosa brashnikovi maeotica Grimm, 1901

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
სახეობა: აზოვის ქაშაყი

თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. მუცლის ქიცვები 31-35-ია, საშუალოდ – 33,3. ლაყუჩის პირველ რკალზე 33-46 ჩხირია, საშუალოდ – 40. მალების რიცხვი 48-52-ია, საშუალოდ – 50,4 (უროსტილის ჩაუთვლელად). ყბებზე კბილები აქვს. სხეული დაბალი. პირი დიდი. ზედა ყბა თვალის შუალედ ვერტიკალს უკან სცილდება. ქვედა ყბა ზედა ყბის თანაბარია ან ოდნავ წინაა წამოწეული, თვალებზე ცხიმოვანი ქუთუთოები აქვს. ლაყუჩის ჩხირები წვრილები და სწორია, მიჯრით სხედან, ბოლოებზე წაწვეტებულია, ლაყუჩთა ფურცლებზეც კი მოკლეა. ზოგჯერ სხეულზე მუქი ლაქების რიგები აქვს აზოვის ზღვის ქაშაყის აბსოლუტური სიგრძე 330-მმ-მდე და მეტსაც აღწევს.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში. შავ ზღვაში ქერჩის სრუტის შესავალთან ბინადრობს და ამიერკავკასიის სანაპიროების გასწვრივ ბათუმამდე გვხვდება (ცალკეული ეგზემპლარების სახით), მოიპოვება რუმინეთის სანაპიროებში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შედის ზღვის ყურეებში. აზოვის ზღვაში ზაფხულში გვხვდება, შედის ტაგანროგის უბეში და დონის დელტის ადგილებში.

[რედაქტირება] ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

აზოვის ქაშაყი გუნდური პელაგური თევზია, სხვა ქაშაყებთან შედარებით ის ყველაზე უფრო სიცივის მოყვარულია. მდინარეში არ შედის, მაგრამ ზოგჯერ მდ. დონის დელტაში გვხვდება.

[რედაქტირება] ტოფობა

ტოფობა აზოვის ზღვაში, როგორც ფიქრობენ, ტაგანროგის უბის დასავლეთ ნაწილში ხდება. ნაწილობრივ მდ. დონის შესართავთანაც ყრის ქვირითს. ნანადირევ თევზებში უმთავრესად მსხვილი რასის, ორ-სამწლიანები ჭარბობენ, ხოლო წვრილ რასაში კი – ორწლიანები.

[რედაქტირება] კვება

აზოვის ქაშაყი მტაცებელია და წვრილი თევზებით იკვებება, უმთავრესად ტიულკებით, ქაფშიებით, ქარსალებით და სხვ.

[რედაქტირება] მიგრაცია

ზამთრობს შავ ზღვაში. აზოვისა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ყველაზე ადრე იწყებს მიგრაციას ქერჩის სრუტეში, ჩვეულებრივ, მარტში გამოჩნდება ხოლმე. აგვისტო-სექტემბერში წვრილი ქაშაყები მიდიან.

[რედაქტირება] სარეწაო მნიშვნელობა

აზოვის ქაშაყის სარეწაო მნიშვნელობა შედარებით ნაკლებია. ქერჩის სრუტეში იჭერენ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, აზოვის ზღვაში – ზაფხულში, შავ ზღვაში – ზამთარში, ჭერის იარაღია სანაპირო და ჩასადგამი დიდბადეებია და სხვ.

[რედაქტირება] გამოყენება

ქერჩის სრუტეში აზოვის ქაშაყი მეტად მსუქანია. მას შავი ზღვის ქაშაყთან ერთად ამზადებენ.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები