ღონაების გვარი
(ახალი გვერდი: '''ღონაების გვარი''' – Leusciscus (Cuvier) Agassiz. თევზების გარი. მათი...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| + | [[კატეგორია:თევზების გვარი]] | ||
[[კატეგორია: ქორდიანები]] | [[კატეგორია: ქორდიანები]] | ||
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:09, 3 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ღონაების გვარი – Leusciscus (Cuvier) Agassiz. თევზების გარი. მათი სხეული მსხვილი ან წვრილი ქერცლითაა დაფარული (გვერდით ხაზზე 37-39 ქერცლია). გვერდითი ხაზი სრული და ქვემოთ ზომიერად ჩამოშვებულია. თვალის წინა ძვალი თვალის წინა კიდეს არ სცილდება. თავი გვერდებიდან შებრტყელებულია. პირი წინაა და ნახევრად ქვედა ან ქვედაა (ფორმით მთვარისებურია). ქვედა ყბა ბორცვაკს მოკლებულია და ზედა ყბის ნაჭდევში შედის. ტუჩები თხელია, ქვედა ტუჩი შუაში გაწყვეტილია. ლაყუჩის ჩხირები მოკლე და მცირერიცხოვანია (6-30). ხახის კბილები ორმწკრივია და მათი წვეროები მოკაუჭებულია. კბილების რიცხვი განსხვავებულია 2.5- 5.2, 3.5-5.3, 2.5 -4.2. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლების ზემოთაა; მასში 7-9, ანალურ ფარფლში კი 7-11(12) დატოტვილი სხივია. მუცელზე, მუცლის ფარფლების უკან, ქერცლით დაფარული ტროპი არა აქვს.
შეიცავს მრავალ სახეს. გაგრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაზი.