კარჩხანების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კარჩხანების გვარი''' – Carassius yaroski 1822 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლას...)
 
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: კობრისებრნი]]
 
[[კატეგორია: კობრისებრნი]]
[[კატეგორია: კარჩხანები]]
+
[[კატეგორია: კარჩხანა]]

მიმდინარე ცვლილება 19:51, 7 თებერვალი 2026 მდგომარეობით

კარჩხანების გვარი – Carassius yaroski 1822

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი

თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ულვაშები არა აქვს. ხახის კბილები ერთმწკრივი, შებრტყელებული 4-4-ია. ქალას სახურავისა და გვერდების ძვლები სუსტად განვითარებულ ფიგურაციას ჰქმნის. ზურგის ფარფლში III-IV 13-21 სხივია, ანალურ ფარფლში II-III 1 5–8, გვერდით ხაზზე 26-37 ქერცლია. ანალურ ფარფლში უკანასკნელი დატოტვილი სხივი ზოგჯერ შეიძლება ძლიერ სუსტად იყოს დაკბილული.

ეს გვარი ორ სახეს შეიცავს C. Carassius და C. auratus, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილო აზიაში, არალის ზღვაში, აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთით ტონკინამდე.

საქართველოს ფარგლებში გვხვდება მხოლოდ პირველი სახე.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები