ღლაბუტა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ვირთევზასებრნი]] | [[კატეგორია: ვირთევზასებრნი]] | ||
21:47, 11 თებერვალი 2026-ის ვერსია
ღლაბუტა – Lota lota (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი:ვირთევზასებრნი
გვარი: ღლაბუტები
თევზის საეობა ზღვის ღლაბუტების გვარისა. ხეული წაგრძელებულია და ძლიერ წვრილი ქერცლითაა დაფარული; თავი შებრტყელებულია, კუდი გვერდებიდან ვიწროვდება. ნიკაპზე ულვაში აქვს. ყბებზე და სახნისზე ძეწკვისებური კბილებია განლაგებული, ზურგის ორი ფარფლი აქვს, მეორე გრძელია, ანალური ფარფლი ერთია. ლაყუჩთა ჩხირები 4-11 -ია. პილორული დანამატები 20-67.
გავრცელებულია მდინარეებში, უბეებში, ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ტბებში; მდინარეებში: რონა, სენა, ლუარა, დუნაი, მტკვრის ქვედა წელი და სეფიდ-რუდი, ამური; გვხვდებიან მომლაშო წყლებშიც.
ღლაბუტას უმთავრესად ნედლად და გაყინულის სახით ამზადებენ. ძვირად ფასობს ღვიძლი, რომელიც კონსერვების დასაზზადებლად არის გამოყენებული. საცურავი ბუშტისაგან წებოს ამზადებენ. მსხვილი ღლაბუტის ტყავს ციმბირში ტანისამოსის დასამზადებლად იყენებენ.