აბაშიძე თამარ ასლანის ასული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აბაშიძე, თამარ ასლანის ასული (1892, 3(15)/V – )''' – მსახიობი და საზოგა...)

16:52, 18 თებერვალი 2026-ის ვერსია

აბაშიძე, თამარ ასლანის ასული (1892, 3(15)/V – ) – მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, აზნაური. დაიბადა ქ. ზესტაფონში, სახელმწიფო მოხელის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელი და დონის როსტოვის ფილარმონიასთან არსებული დრამატული კურსები (1901-1910). სცენაზე 1913 წელს გამოვიდა. 1919-1920 წწ. დონის როსტოვის წითელი არმიის პოლიტგანყოფილების თეატრში მინგრელსკაიას ფსევდონიმით მსახურებდა, 1920 წლიდან კი საქართველოშიჭიათურის, თბილისის (რუსთაველის), ქუთაისის, ოზურგეთის, გორის და სხვა სცენებზე მუშაობდა.

1937 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება. 1939 წელს გორის საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 1943-1945 წწ. დააჯილდოვეს სამი სიგელით და მედლებით: 1945 წელს – „კავკასიის დაცვისათვის“, 1945 წელს – „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.“.

წყარო:
1. ავტობიოგრაფია;
2. კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი;
3. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი.
4. ხელოვნებათა მთავარი სამმართველო.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები