ბარაბულების ოჯახი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სულთანების ოჯახი“ გადაიტანა გვერდზე „ბარაბულების ოჯახი“ გადა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||
| − | [[კატეგორია: თევზების | + | [[კატეგორია: თევზების ოჯახი]] |
[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ბარაბულისებრნი]] | [[კატეგორია: ბარაბულისებრნი]] | ||
00:42, 21 თებერვალი 2026-ის ვერსია
ბარაბულების (სულთანების) ოჯახი – Mullidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ბარაბულისებრნი
წაგრძელებული სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია და მსხვილი ქერცლებითაა დაფარული. ზურგის ორი მოკლე და ერთმანეთისაგან განსაზღვრული შუალედით გამოყოფილი ფარფლი აქვს. ანალური ფარფლი მოკლეა და ორი (იშვიათად 1) ქიცვიანი ქერცლითაა აღჭურვილი. მუცლის ფარფლები მკერდზეა და ისინი მოთავსებულია მკერდის ფარფლების ქვეშ ან ოდნავ მათ უკან. პირი პატარაა და სუსტი კბილებითაა აღჭურვილი. ნიკაპზე ორი გრძელი ულვაში აქვს.
სულთანები (ბარაბულები) გავრცელებული არიან ზღვებსა და მომლაშო წყლებში, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში და ევროპის ზღვების ზომიერი ზონის სანაპიროებში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მათ შორის საქართველოში, გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში.
სულთანების ოჯახში 5-6 გვარია და 50-მდე სახე.