სკუმბრიების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სკუმბრიების (მაკრელების) ოჯახი''' – Scombridae '''ტიპი:''' ქორდიანები<br...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:16, 21 თებერვალი 2026 მდგომარეობით

სკუმბრიების (მაკრელების) ოჯახი – Scombridae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: სკუმბრიასებრნი

თევზების ოჯახი სკუმბრიასნაირთა რიგისა. თითისტარისებური სხეული დაფარულია წვრილი ციკლოიდური ქერცლით. თავი კონუსისებურია. კუდის ღერო წვრილია. ზურგის ფარფლები ორია, ისინი საგრძნობი მანძილით არიან ერთმანეთისაგან დაშორებული. ზურგის მეორე და ანალური ფარფლების უკან 4-6 დამატებითი პატარა ფარფლი აქვს. მუცლის ფარფლები მკერდზეა განლაგებული, მკერდის ფარფლების ქვეშ, ან ოდნავ მათ უკან. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან. კუდის ღეროზე შუალედი ტროპი არა აქვს.

სკუმბრიები გავრცელებულია ატლანტის, ინდოეთის, წყნარ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვის აუზში.ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში ბალტიის, ბარენცის და თეთრ ზღვებში გვხვდებიან. მრავალრიცხოვანია იაპონიის და შავ ზღვებში.

სკუმბრიების ოჯახში სამი გვარია, საქართველოს შავი ზღვის წყლებშია ერთი გვარია ერთი სახეობით.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები