პელამიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:

'''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები

'''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები

'''რიგი:''' სკუნბრიასნაირნი

'''რიგი:''' სკუნბრიასნაირნი

'''ოჯახი:''' პალამიდისებრნი

'''ოჯახი:''' [[პელამიდების ოჯახი|პელამიდისებრნი]]

'''გვარი:''' [[პელამიდების გვარი|პელამიდები]]

'''გვარი:''' [[პელამიდების გვარი|პელამიდები]]

'''სახეობა:''' პელამიდა

'''სახეობა:''' პელამიდა

17:13, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია

პელამიდა – Sarda sarda (Bloch)

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: პელამიდისებრნი
გვარი: პელამიდები
სახეობა: პელამიდა

თევზის სახეობა პელამიდების გვარისა. მალების რაოდენობა 53-54. სხეული თითისტარისებურია, წვრილი ქერცლითაა დაფარული და მხოლოდ მკერდის სარტყლის უბანშია უფრო მსხვილი ქერცლები დალაგებული, რომლებიც კორსეტის მსგავს წარმონაქმნს წარმოშობს. კუდის ღეროს შუა არეში ძლიერი ტროპია, ხოლო მის გვერდებზე კი ორი პატარა ტროპი. პირი დიდია და აღჭურვილია წვრილი კონუსისებური კბილებით, რომლებიც ყბებისა და სასის ძვლებზე სხედან. ქვედა ყბის წინა მხარეზე 4 კბილი აქვს, ისინი შიგნითაა მიმართული. ზურგი გასწვრივ ირიბი ზოლებითაა დასერილი, ზურგის პირველი ფარფლი თითქმის მეორეს ეხება. ზურგის მეორე ფარფლიდან კუდამდე 7-10 პატარა ფარფლია განლაგებული. ანალური ფარფლიდან კუდის ფარფლამდე 6-8 პატარა ფარფლია მოთავსებული. ზურგის პირველი, მუცლის და მკერდის ფარფლები ჩაწოლილია ღარში. გვერდითი ხაზი ცუდი გასარჩევია, ალაგ-ალაგ ის უსწორმასწორად მიდის, მაგრამ კუდთან სწორდება.

გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში − ჩრდილო ამერიკის, ევროპისა და აფრიკის სანაპიროებში, ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები