გობეჩია მელიტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Meliton gobechia.PNG|thumb|მელიტონ გობეჩია ]] | [[ფაილი:Meliton gobechia.PNG|thumb|მელიტონ გობეჩია ]] | ||
| − | '''გობეჩია მელიტონ''' – (1878 – 1914), პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა [[ზუგდიდი]]ს სოფელ | + | '''გობეჩია მელიტონ''' – (1878 – 1914), პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა [[ზუგდიდი]]ს სოფელ ჭაქვინჯში. 1910 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1897 წლიდან მასწავლებლობდა; 1905 წ იყო გაზეთ „ცნობის ფურცლის” კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში; მოღვაწეობდა „სახალხო გაზეთში”; 1911 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში.მას ეკუთვნის [[ლექსი|ლექსების]] კრებული – „ჰანგები” (1902), „პარიზის სონეტები” (1910); ორი [[პოემა]] – „ფარნაოზი” და „ამირანი”; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. |
14:54, 9 მარტი 2026-ის ვერსია
გობეჩია მელიტონ – (1878 – 1914), პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში. 1910 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1897 წლიდან მასწავლებლობდა; 1905 წ იყო გაზეთ „ცნობის ფურცლის” კორესპონდენტი ზუგდიდის მაზრაში; მოღვაწეობდა „სახალხო გაზეთში”; 1911 წელს დააპატიმრეს, გარდაიცვალა ხარკოვის ციხეში.მას ეკუთვნის ლექსების კრებული – „ჰანგები” (1902), „პარიზის სონეტები” (1910); ორი პოემა – „ფარნაოზი” და „ამირანი”; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.
- პარიზული სონეტებიდან
- II. ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი
- ვით სალოცავი წმინდა ტაძარი,
- თავისუფალი ერის დიდება,
- მიზიდავს შენი მყუდრო სახლ-კარი,
- რაც შენი სახე თვალ-წინ მიდგება.
- ტკბილო მგოსანო! ბაღი ნარნარი
- წინ მოედანზე კოხტად იშლება;
- შენთ უკვდავ გმირთა მწყობრი ლაშქარი
- თითქოს დარბაზში ცოცხალი სდგება...
- მიყვარს სახსოვარ საგანთა მზერა,
- კედლით გადმომცქერ სურათთ შეფრქვევა
- და შენი ჩანგის იდუმალ ჟღერა.
- გრძნეულის ჰანგით მაღლა მეწევა
- განუწყვეტელი შენი სიმღერა
- და ციურ ნამად გულზე მეფრქვევა.