ჰამადოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:02, 18 მარტი 2026 მდგომარეობით
ჰამადოლა – (ჰამიდოლა), რუსუდან მეფის (1223-45) ელჩი მონღოლთა გამგებელთან, რეგენტ ზურეგინა ხათუნთან (1242-44,45). ივარაუდება, რომ მან ყარა-ყორემში დასამტკიცებლად წაიღო რუსუდანისა და ბაიჩე-ნოინის, ამიერკავკასიაში დისლოცირებული მონღოლია სამხედრო ძალების მთავარსარდლის საზავო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით რუსუდანი მორჩილებას უცხადებდა მონღოლებს და იმედოვნებდა, რომ მის ვაჟს – დავითს მეფობას დაუმტკიცებდნენ. ჰამადოლას ელჩობის ერთ-ერთი შედეგი იყო მონღოლთა ტყვეობიდან ივანე მხარგრძელის ასულის, სლათის გამგებლის მეუღლის, თამთას განთავისუფლება.