ლიბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიბერი“ გადაიტანა გვერდზე „ლიბერა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიბერა“ გადაიტანა გვერდზე „ლიბერი“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 14:44, 6 ივლისი 2017 მდგომარეობით

ლიბერი(რომ.) ნაყოფიერების ძველ იტალიური ღვთაება. მოგვიანებით მას მეღვინეობის მფარველის ფუნქციაც მიენიჭა, ხოლო ამ სახით იგი დიონისეს გაუთანაბრეს.

ლიბერის მეუღლე ლიბერა დიონისეს მეუღლე არიადნესთან გააიგივეს.

მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ამ ღვთაებებს რომაელებმა კიდევ ერთი ქალღმერთი, კერესი (ცერერა) დაუკავშირეს და ასე შექმნეს ე.წ. „პლებსის სამება“, რომელსაც თაყვანს სცემდა ხალხი, ძირითადად დაბალი ფენა.

ლიბერის პატივსადებად იმართებოდა დიდი ზეიმი, რომელსაც ლიბერალიები ეწოდებოდა.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები