ნეფთისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
თუ ისისი, როგორც ოსირისის მეუღლე, თავგანწირული მეუღლის და, საზოგადოდ, მეუღლეობის განსახიერებაა, ნეფთისი, როგორც მოყვარული | თუ ისისი, როგორც ოსირისის მეუღლე, თავგანწირული მეუღლის და, საზოგადოდ, მეუღლეობის განსახიერებაა, ნეფთისი, როგორც მოყვარული | ||
და, და-ძმური სიყვარულის მატარებელია. თუმცა იგი [[სეთი]]ს ცოლად ითვლება, მაგრამ მასზე ნაკლებად არის დამოკიდებული. პირამიდების | და, და-ძმური სიყვარულის მატარებელია. თუმცა იგი [[სეთი]]ს ცოლად ითვლება, მაგრამ მასზე ნაკლებად არის დამოკიდებული. პირამიდების | ||
| − | ტექსტებში ნეფთისი ღამეული ნავით მოგზაურობს (ისისი კი დღის ნავში ზის). | + | ტექსტებში ნეფთისი ღამეული [[ნავი (წყლის ტრანსპორტი)|ნავით]] მოგზაურობს (ისისი კი დღის ნავში ზის). |
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | [[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეგვიპტური ქალღმერთები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:43, 7 ივლისი 2017 მდგომარეობით
ნეფთისი – (ეგვ.) ქალღმერთი, გებისა და ნუთის ასული, ოსირისისა და ისისის და. დამოუკიდებელი როლი თითქმის არა აქვს, მხოლოდ ისისთან ერთად მონაწილეობს ოსირისის მითოსში, სახელდობრ, მკვდარი ოსირისის ძებნაში, პოვნასა და დატირებაში. თუ ისისი, როგორც ოსირისის მეუღლე, თავგანწირული მეუღლის და, საზოგადოდ, მეუღლეობის განსახიერებაა, ნეფთისი, როგორც მოყვარული და, და-ძმური სიყვარულის მატარებელია. თუმცა იგი სეთის ცოლად ითვლება, მაგრამ მასზე ნაკლებად არის დამოკიდებული. პირამიდების ტექსტებში ნეფთისი ღამეული ნავით მოგზაურობს (ისისი კი დღის ნავში ზის).