ამატერასუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
თავისი ღვთაებრივი ძმის სუსანოოსგან შეურაცხყოფილი
 
თავისი ღვთაებრივი ძმის სუსანოოსგან შეურაცხყოფილი
 
ამატერასუ გამოიკეტება ზეციურ მღვიმეში, რის შემდეგაც ქვეყანას
 
ამატერასუ გამოიკეტება ზეციურ მღვიმეში, რის შემდეგაც ქვეყანას
სიბნელე და ქაოსი მოიცავს. ღმერთები გადაწყვეტენ
+
სიბნელე და ქაოსი მოიცავს.  
 +
 
 +
ღმერთები გადაწყვეტენ
 
მის გამოტყუებას მღვიმიდან. ამისთვის ღვთაებრივი მჭედელი
 
მის გამოტყუებას მღვიმიდან. ამისთვის ღვთაებრივი მჭედელი
 
[[ამაცუმარა]] დაამზადებს ჯადოსნურ სარკეს, მღვიმის წინ წმიდა
 
[[ამაცუმარა]] დაამზადებს ჯადოსნურ სარკეს, მღვიმის წინ წმიდა
ხაზი 26: ხაზი 28:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:იაპონური მითები]]
 
[[კატეგორია:იაპონური მითები]]
[[კატეგორია:იაპონური ქალღმერთები]]
 
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
 
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
 +
[[კატეგორია:იაპონური ქალღმერთები]]

16:33, 7 ივლისი 2017-ის ვერსია

ამატერასუ(იაპონ.) მზის ქალღმერთი, პირველი წყვილის – იძანაგისა და იძანამის ასული.

იგი იშვა წყლის იმ წვეთისგან, რომლითაც იძამაგიმ ამოიბანა მარცხენა თვალი. თავისი ღვთაებრივი ძმის სუსანოოსგან შეურაცხყოფილი ამატერასუ გამოიკეტება ზეციურ მღვიმეში, რის შემდეგაც ქვეყანას სიბნელე და ქაოსი მოიცავს.

ღმერთები გადაწყვეტენ მის გამოტყუებას მღვიმიდან. ამისთვის ღვთაებრივი მჭედელი ამაცუმარა დაამზადებს ჯადოსნურ სარკეს, მღვიმის წინ წმიდა ხეზე ჩამოკიდებენ ჯადოსნურ ყელსაბამს, მოუხმობენ მთელი ქვეყნის მამლებს, ღამის გამთენებელთ, გამართავენ ცეკვა-თამაშს. განცვიფრებული ამატერასუ, გამოიხედავს თუ არა ამ მხიარულების ხმაზე, სტაცებენ ხელს და გარეთ გამოიყვანენ. მისი გამოჩენისთანავე ქვეყანაზე დაბრუნდება სინათლე და კვლავ წესრიგი დამკვიდრდება.

ამატერასუ მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთია. მის ზეციურ სამფლებელოში, „მაღალი ცის ვაკეში“, როგორც მიწაზე, არის ბრინჯის ყანები, ფეიქართა სადგომები და სხვა. ამატერასუს წმიდა ფრინველია ათკიდურებიანი ყვავი, სახელად იატაგარასუ.

ამატერასუ დღემდე იაპონელი იმპერატორების დიდ დედად ითვლება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები