იძანაგი და იძანამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იძანაგი და იძანამი(იაპონ.) პირველი მამრული და დედრული წყვილი („პირველი მამაკაცი“ და „პირველი დედაკაცი“).

ციურმა ღმერთებმა, რომლებიც ცისა და მიწის გაშორიშორებისთანავე წარმოიშვნენ, დაავალეს მათ ჯერ კიდევ თხევადი, უსახური მიწის გამოსახვა. მათ ამოზიდეს მიწა მარგალიტებით მოოჭვილი შუბით წყლის სიღრმეებიდან და შექმნეს იაპონიის კუნძულები, რომლებიც მათი შეუღლების ნაყოფად ითვლებიან. მათი პირმშოა ცეცხლის ღმერთი, სახელად კაგუცუხი, რომლის შობას გადაყვა იძანამი და ქვესკნელში გადასახლდა. სხვა ტრადიციის მიხედვით, მათი განქორწინების შემდეგ იძანამი ქვესკნელის მრისხანე ქალღმერთი ხდება, ხოლო იძანაგი, რომელიც რჩება ზემო სამყაროში თავისით წარმოშობს ღვთაებებს. პირველად ქმნის ამატერასუს, მზის ქალღმერთს, იმ წვეთისგან, რომლითაც მარცხენა თვალი ამოიბანა რიტუალური განწმედისას, მერე მთვარისა და ღამის ღმერთს, ცუკი-იუმის – მარჯვენა წვეთისგან. ხოლო ცხვირის განმბანელი წვეთისგან იქმნება ქარისა და ოკეანის ღვთაება სუსანოო. ბოლოს, იგი ამ სამ ღვთაებას შორის ანაწილებს თავის სამფლობელოს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები