აგლაძე რაფიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რაფიელ აგლაძე“ გადაიტანა გვერდზე „აგლაძე რაფიელ“)

ხაზი 32: ხაზი 32:

1. დ. ლომთაძე. მეტალურგიის ნოვატორი // კომუნისტი. – 1946. – № 13.

1. დ. ლომთაძე. მეტალურგიის ნოვატორი // კომუნისტი. – 1946. – № 13.

'''წყარო:'''

'''გამოყენებული ლიტერატურა'''

1. ზარია ვოსტოკა. – 1943. – № 74;

1. ზარია ვოსტოკა. – 1943. – № 74;

2. კომუნისტი. – 1945. – № 46. – გვ. 4; 1946. – № 1, 4, 21;

2. კომუნისტი. – 1945. – № 46. – გვ. 4; 1946. – № 1, 4, 21;

მიმდინარე ცვლილება 14:02, 23 აპრილი 2026 მდგომარეობით

Rafiel aglaZe.png

აგლაძე, რაფიელ ილიას ძე (დ. 29 დეკემბერი, 1911 – გ. 17 აპრილი, 1989) – ქიმიკოსი, მარგანეცის მიღების ელექტროლიზური წესის გამომგონებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტალინური პრემიის ლაურეატი, ორდენოსანი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. დაიბადა ქ. თბილისში, დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1934) და (ჩერნორეჩენსკის ქიმკომბინატში ერთი წლის მუშაობის შემდეგ) მოსკოვის მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა. 1939 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1941 წელს გაიგზავნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ლითონური მარგანეცის წარმოების მოსაწყობად; ქარხანაში მუშაობასთან ერთად, ხელმძღვანელობდა თბილისის კიროვის სახ. ინდუსტრიული ინსტიტუტის ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრას. როგორც დირექტორი, სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის საკვლევაძიებო ინსტიტუტს, რომლის დანიშნულებაა ჰიდრომეტალურგიის, ელექტრომეტალურგიის, ლითონთმცოდნეობისა და დამუშავების, კოქსოქიმიის, ცეცხლგამძლე მასალებისა და სამთო საქმის საკვლევაძიებო ლაბორატორიების მოწყობა.

სამამულო ომამდე (1941–1945), მეტალურგიული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დროს, რაფიელ აგლაძემ ლაბორატორიული წესით მიიღო წმინდა ლითონური მანგანუმი, სუფთა ლითონის 99,85%-ის ოდენობით, რაც ყველა ქვეყნის მეტალურგების იდეალი იყო, ხოლო ომის დაწყებისას – საქარხნო პირობებში ამ ახალი წესით ტონობით შემზადებული მაღალი ხარისხის ლითონი, რომლითაც გაკეთებული ჯავშანი მტკიცეა, გამძლეა და მაგარი.

რაფიელ აგლაძის მიერ ლითონური მანგანუმის მიღების გამო, 1943 წელს, შავი მეტალურგიის სახალხო კომისარმა აღნიშნა: „რაფიელ ილიას ძე აგლაძის მეთოდით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ომის მძიმე პირობებში გამომუშავებულმა მაღალი სისუფთავის მანგანუმზე დამზადებული სპეციალური შენადნობისაგან გაკეთებულმა მაღალხარისხოვანმა საბჭოთა სამხედრო საჭურველმა გაუადვილა ჩვენს შემტევ წითელ არმიას მტრის უკუქცევა და ხელი შეუწყო საბჭოთა ხალხის საბოლოო გამარჯვების მოახლოებას“ („კომუნისტი“, 1946, № 13).

რაფიელ აგლაძეს მეტალურგიის სხვადასხვა საკითხზე საბჭოთა სამეცნიერო გამოცემებში 24-ზე მეტი მეცნიერული შრომა აქვს გამოქვეყნებული, რომელთაც უცხოელ მეცნიერთა დიდი ყურადღება დაიმსახურეს. 1949 წლიდან პ/მ რედაქტორობით გამოიცა მეცნიერულ-პოპულარული ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკა“.

მთავარი, სპეციალური ფოლადის დამამზადებელი ქარხნის გონიერი, ტექნიკური ხელმძღვანელობისათვის 1943 წელს მიენიჭა სტალინური პრემიის ლაურეატის წოდება, 1944 წელს – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორობა. 1945 წლის აპრილში, სამხედრო მრეწველობის ლითონით უზრუნველყოფის, ახალი მარკების ფოლადის ათვისებისა და სიმძლავრის გადიდების დარგში თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, აგრეთვე, მედლით „კავკასიის დაცვისათვის“; 1946 წლის თებერვლის 10-ს ჭიათურის საარჩევნო ოლქმა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩია.

გამოქვეყნებულია:
1. მანგანუმის შენადნობთა ელექტროლიზით მიღების ცდების შედეგები // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. V. – 1944. – №10. – გვ. 975-981;
2. ნიკელის და კობალტის მიღება ელექტროლიტური მანგანუმის წარმოების შლამებიდან ჰიდრომეტეოროლოგიური წესით // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VII. – 1946. – №5. – გვ. 249-256;
3. აქტიური მანგანუმის ორჟანგის მიღების საკითხისათვის // ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, ტ. I. – 1947. – გვ. 227-243;
4. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აღმავლობის გზაზე // კომუნისტი. – 1947. – № 176;
5. სუფთა მანგანუმის ორჟანგის მიღება და მის აქტივობაზე სხვადასხვა მინარევის გავლენა // ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, ტ. I. – 1947. – გვ. 169-182;
6. Строительство научного городка Академии наук Груз. ССР // Заря Востока. – 1947. – № 180;
7. ბარიუმ-კადმიუმის შენადნობის მიღება გამდნარ მასათა ელექტროლიზით // ლიტონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, II. – 1949. – გვ. 89-99;
8. ბარიუმის მანგანატის მიღების მეთოდი // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X. – 1949. – №5. – გვ. 277-282;
9. დეპოლარიზატორების მიღება ჭიათურის პიროლუზიტისა და დაჟანგული ბელტის აქტივაციის გზით // ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, II. – 1949. – გვ. 61-73;
10. მანგანატებისა და პერმანგანატების მიღება მეტალური მანგანუმის ანოდური გახსნით // ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, II. – 1949. – გვ. 1-33;
11. მანგანუმის ელექტროდული პოტენციალი წყალხსნარებში // ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის შრომები, ტ. II. – 1949. – გვ. 75-87;
12. მანგანუმის შენადნობების მეტალოგრაფიული კვლევის შედეგები // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X. – 1949. – №10. – გვ. 619-626;
13. მეტალური მანგანუმის ანოდური გახსნით ბარიუმის მანგანატის და პერმანგანატის მიღების ცდების შედეგები // საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, X. – 1949. – №8. – გვ. 461-468;
14. რკინა-მანგანუმის შენადნობების მიღება ელექტროლიზით // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X. – 1949. – №9. – გვ. 559-566;
15. მანგანუმიანი დენის ქიმიური წყაროების შესწავლა // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XI. – 1950. –N№ 9. – გვ. 545-552;
16. Успех науки решает молодежь // Заря Востока. – 1950. – № 2;
17. ლითონკერამიკული მეთოდით ელექტროლიტური მანგანუმის ნაკეთობათა დამზადების საკითხისათვის // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XIII. – 1952. – №5. – გვ. 299-305.

მის შესახებ:
1. დ. ლომთაძე. მეტალურგიის ნოვატორი // კომუნისტი. – 1946. – № 13.

გამოყენებული ლიტერატურა
1. ზარია ვოსტოკა. – 1943. – № 74;
2. კომუნისტი. – 1945. – № 46. – გვ. 4; 1946. – № 1, 4, 21;
3. ბოჯგუა, ა. // კომუნისტი. – 1947. – № 36;
4. ამირანიძე, დ. კარგი მეცნიერულ-პოპულარული ჟურნალი // კომუნისტი. – 1949. – № 154;
5. В борьбе за Груз. сталь // заря Востока. – 1949. – № 93;
6. შადკრი, რ. ქართული სოციალისტური კულტურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 9.

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები