ფერგანას ქვაბული
(ახალი გვერდი: '''ფერგანას ქვაბული''' – მდებარეობს უზბეკეთის, ტაჯიკეთისა დ...) |
17:44, 24 აპრილი 2026-ის ვერსია
ფერგანას ქვაბული – მდებარეობს უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკათა ფარგლებში. მისი ფართობი დაახლოებით 22 ათას კმ2 შეადგენს. ზედაპირის სიმაღლე 120-I000 მ ფარგლებში იცელება. ქვაბული წარმოიშვა ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებს შორის დაძირვის (3000 მ ამპლიტუდით) შედეგად ნეოტექტონიკურ ეტაპზე. იგი დღემდე ინარჩუნებს ტექტონიკურ აქტივობას, რაზედაც ნათლად მეტყვეელებს მისი აქტიური სეისმური ბუნება. ქვაბული შემოფარგლულია ჩათკალის, ფერგანას, ალაის და თურქესტანსს ქედების ბორცეიან-უვალებიანი მთისწინებით. მხოლოდ დასავლეთ მხარეზე ვიწრო დერეფნით – ლენინაბადის ჭიშკრით, უკავშირდება მშიერ სტეპს (ყიზილყუმის უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი).
ქვაბულის ტერიტორია ხასიათდება მშრალი სუბტროპიკული ჰავით. ზაფხული ცხელია (ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 26-28°), ზამთარი ზომიერად ყინვიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 1-2°). ნალექების წლიური რაოდენობა უშუალოდ ქვაბულში 100 მმ არ აღემატება, პერიფერიებისაკენ მატულობს პ00 მმ-მდე.
ქვაბულის ტერიტორიას კეეთს ტრანზიტული მდინარე სირდარია. ქვაბულის ვაკე თითქმის მთლიანად ოაზისს წარმოადგენს და ათვისებულია სარწყავი სუბტროპიკული კულტურების (ბამბა, ბაღები და ეენახები) ქვეშ. პერიფერიული ნაწილი (ადირები) გამოყენებულია საძოვრებად, ნაწილობრივ ბოგარული მიწათმოქმედებისათვის.
ფერგანის ქვაბული-ხეობა შუა აზიის რესპუბლიკების (გარდა თურქმენეთისა) მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია.