ფრანც-იოსების მიწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
  
რეგიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია ყინულოვანი უდაბნოს ლანდშაფტი. ყინულისაგან თავისუფალი ადგილები უკავია არქტიკულ ტუნდრას მეჩხერი ხავს-მღიერებით. არქიპელაგზე ყვავილოვან მცენარეთა მხოლოდ 37 სახეობაა. ღარიბია ცხოველთა სამყაროც. მისი ბინადრებიდან აღსანიშნავია თეთრი დათვი, იშვიათად – ყარსალი. ზაფხულობით მომფრენი ფრინველები ქმნიან „ფრინველთა ბაზრებს“.
 
 +
 +
არქიპელაგზე მუდმივი მოსახლეობა არ არის. გამოყენებულია არქტიკის სამეცნიერო საკვლევი სადგურების მოსაწყობად.
  
23:18, 25 აპრილი 2026-ის ვერსია

ფრანც-იოსების მიწა – ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგი მოიცავს დაახლოებით 190 კუნძულს (საერთო ფართობი დაახლოებით 161 ათასი კმ2), რომელიც მდებარეობს ახალი მიწიდან ჩრდილოეთით არქტიკული სარტყლის სიღრმეში, 80° პარალელიდან ჩრდილოეთით (მცირე გამონაკლისის გარდა). არქიპელაგი იყოფა სამ ნაწილად – აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი. აღმოსავლეთ ნაწილში შედის ორი დიდი კუნძული – ვილჩეკის, გრეენ-ბელი და რიგი წვრილი კუნძულები. ცენტრალური ნაწილი მოიცავს კუნძულების ყველაზე მეტ რაოდენობას და აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილებისაგან გამოყოფილია ავსტრიის სრუტით და ბრიტანეთის არხით. დასავლეთ ნაწილში შედის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული გიორგის მიწა, ყველაზე მაღალი (620 მ). არქიპელაგი აღმოაჩინა ავსტრია-უნგრეთის ექსპედიციამ 1873 წელს და სახელი ეწოდა ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოზეფ I-ის პატივსაცემად, ეკუთვნის რუსეთს.

კუნძულების ზედაპირი წარმოადგენს მცირე სიმაღლის ბაზალტურ მაგიდა-პლატოებს, რომელთა ზედაპირის 85%-ზე მეტი დაფარულია კონტინენტური (ზეწრული) ყინულით, რომლისგანაც წარმოიქმნება აისბერგები.

ჰავა მკაცრი არქტიკულია, ზაფხულშიც საშუალო ტემპერატურა თითქმის 0°-ზე მაღლა არ აიწევს. ზამთრის სიმკაცრეს რამდენადმე არბილებს შედარებით თბილი ბარენცის ზღვის გავლენა. ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა მინუს 25°-ზე დაბლა არ ეცემა. ნალექების წლიური რაოდენობა სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდ-აღმოსავლეთისაკენ კლებულობს – 300-დან 200 მმ-მდე. ხშირი მოვლენაა ძლიერი ქარები და ქარბუქი.

რეგიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია ყინულოვანი უდაბნოს ლანდშაფტი. ყინულისაგან თავისუფალი ადგილები უკავია არქტიკულ ტუნდრას მეჩხერი ხავს-მღიერებით. არქიპელაგზე ყვავილოვან მცენარეთა მხოლოდ 37 სახეობაა. ღარიბია ცხოველთა სამყაროც. მისი ბინადრებიდან აღსანიშნავია თეთრი დათვი, იშვიათად – ყარსალი. ზაფხულობით მომფრენი ფრინველები ქმნიან „ფრინველთა ბაზრებს“.

არქიპელაგზე მუდმივი მოსახლეობა არ არის. გამოყენებულია არქტიკის სამეცნიერო საკვლევი სადგურების მოსაწყობად.

წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები