ბეგობის არწივი
(→გავრცელება) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
====გავრცელება==== | ====გავრცელება==== | ||
| − | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ [[ევროპა]]ს (იუგოსლავია, ბალკანეთი, დობრუჯი, [[კვიპროსი]]), მცირე [[აზია]]ს, [[ირანი|ირანს]], ბელუჯისტანს, ჩრდილო-დასავლეთ [[ინდოეთი|ინდოეთს]], ჯუნგარიას, ჩრდილოეთ მონგოლეთს. სსრ კავშირში − [[უკრაინა|უკრაინის]] ჩრდილოეთ ნაწილს, მდ. ოკისა და კამის აუზებს, იმიერურალს და დასავლეთ ციმბირს, ჩრდილოეთით 56-ე პარალელამდე და აღმოსავლეთით ირკუტსკამდე. სამხრეთით − ყირიმი, [[კავკასია]], [[თურქმენეთი]]. ზამთრობს [[ამიერკავკასია]]ში, [[თურქმენეთი|თურქმენეთში]], [[ირანი|ირანში]], მონგოლეთში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], კორეაში, [[იაპონია]]ში, აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ [[აფრიკა]]ში. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრეა, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის დროს. | + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ [[ევროპა]]ს (იუგოსლავია, ბალკანეთი, დობრუჯი, [[კვიპროსი]]), მცირე [[აზია]]ს, [[ირანი|ირანს]], ბელუჯისტანს, ჩრდილო-დასავლეთ [[ინდოეთი|ინდოეთს]], ჯუნგარიას, ჩრდილოეთ მონგოლეთს. სსრ კავშირში − [[უკრაინა|უკრაინის]] ჩრდილოეთ ნაწილს, მდ. ოკისა და კამის აუზებს, იმიერურალს და დასავლეთ ციმბირს, ჩრდილოეთით 56-ე პარალელამდე და აღმოსავლეთით ირკუტსკამდე. სამხრეთით − [[ყირიმი]], [[კავკასია]], [[თურქმენეთი]]. ზამთრობს [[ამიერკავკასია]]ში, [[თურქმენეთი|თურქმენეთში]], [[ირანი|ირანში]], მონგოლეთში, [[ჩინეთი|ჩინეთში]], კორეაში, [[იაპონია]]ში, აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ [[აფრიკა]]ში. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრეა, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის დროს. |
====ბიოტოპი==== | ====ბიოტოპი==== | ||
მიმდინარე ცვლილება 22:57, 26 აპრილი 2026 მდგომარეობით
ბეგობის არწივი (ლათ. Aquila heliaca Savigny, 1809), − ფრინველი შავარდნისნაირი, ქორისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 570-665 მმ-ია, კუდი 275-325 მმ, წონა 2500-3200 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ აღინიშნება ასაკობრივი ვარიაციები. ზრდასრული (4-5 წლის) ფრინველი ძირითადად მურა-შავია. თავი და კისრის უკანა ნაწილი ნათელი ჟანგმიწისფერია, შუბლი და თხემი − უფრო მუქი, ვიდრე მთლიანად თავი. მხრებზე მოზრდილი თეთრი ლაქებია. კუდზედა ბუმბულები ზურგზე უფრო ღია ყავისფერია. საჭის ბუმბულები მუქი რუხია, მურა-შავი განივი ზოლებით. ახალგაზრდა მკვეთრად განსხვავდება ზრდასრულისაგნ. ზემოდან იგი მოყავისფრო-მურაა, მუქი გასწვრივი ზოლებით. მხრებზე თეთრი ლაქები არაა; თავი მოქარცისფროა; ზურგისა და ფრთების მფარავები მურაა, ღერძულა, ღია ფერის ლაქებით. სხეულის ქვემო მხარე გასწვრივზოლიანია, კუდქვეშა და წვივის წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) ჟანგმიწისფერია, ზოლების გარეშე. ცვილანა, პირის ჭრილი და თათი ყვითელია, ნისკარტი და ბრჭყალები − შავი. ნესტოები ვიწრო და წაგრძელებული.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ბეგობის არწივი − A. h. heliaca Savig., 1809.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპას (იუგოსლავია, ბალკანეთი, დობრუჯი, კვიპროსი), მცირე აზიას, ირანს, ბელუჯისტანს, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთს, ჯუნგარიას, ჩრდილოეთ მონგოლეთს. სსრ კავშირში − უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილს, მდ. ოკისა და კამის აუზებს, იმიერურალს და დასავლეთ ციმბირს, ჩრდილოეთით 56-ე პარალელამდე და აღმოსავლეთით ირკუტსკამდე. სამხრეთით − ყირიმი, კავკასია, თურქმენეთი. ზამთრობს ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, ირანში, მონგოლეთში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში, აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრეა, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენის დროს.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფოთლოვან, შერეულ დამეჩხერტყიან ადგილებში, ველებისა და ტყე-ველების ზოლში, თურქმენეთში − უდაბნოშიც. უპირატესობას ანიჭებს შერეულ და ფოთლოვან ტყეებს. მთებში ბუდობს 1400 მ-მდე ზ. დ. საკვებისათვის ადის უფრო მაღლაც − 2000 მ სიმაღლემდე.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს ხეზე (ფიჭვზე, მუხაზე, ვერხვზე, თურქმენეთში — საქსაულზე), უტყეო ადგილებში — ცალკე მდგომ ხეზე, გამონაკლის შემთხვევაში — ფლატეებზეც. შეწყვილება მიმდინარეობს აპრილში. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 43 დღემდე აღწევს.
[რედაქტირება] კვება
ბეგობის არწივის ძირითადი საკვებია თრია, აგრეთვე მიწის კურდღელი, ზაზუნა, მექვიშია, კურდღელი, წყლის ვირთაგვები და სხვ. ფრინველებიდან — თეთრი და რუხი გნოლები, როჭო, მწყერი, სოღო, მტრედი, ჭილყვავი, ყვავი, კაჭკაჭი, იხვები და სხვ. ჭამს მძორსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.