აივაზაშვილი ოსანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აივაზაშვილი ოსანა ნიკოლოზის ასული''' (8 მარტი, 1900 – 19??)<sup>1</sup> − ცნ...) |
12:15, 29 მაისი 2026-ის ვერსია
აივაზაშვილი ოსანა ნიკოლოზის ასული (8 მარტი, 1900 – 19??)1 − ცნობილი მეაბრეშუმე. დაიბადა თელავის რაიონის სოფ. ქისტაურში. შემოიღო აბრეშუმის ჭიის კვების საკუთარი წესი, რომლითაც თითქმის ერთიორად შეამცირა ჭიის გამოკვების პერიოდი და პარკის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მიწვეული იყო თელავის „რაიაბრეშუმის“ ინსტუქტორად. დააჯილდოვეს ოქროს მედლით, ხოლო მისი ოცი თანაშემწე – ვერცხლის მედლებით.
ოსანა აივაზაშვილის მეთოდით, 1941 წლისთვის, საბჭოთა კავშირის მასშტაბით უკვე 140 ათასი მეაბრეშუმე მუშაობდა (უზბეკეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყირიმში და სხვ.)
გამოყენებული ლიტერატურა:
- 1. ბროშურა „ოსანა აივაზაშვილი“ [გრიგოლ ნემსაძე] // კომუნისტი. – 1941. – 7 იანვარი. – № 5 (6010).
- 2. Знатные шелководы // Животноводство. – 1941. – 25 февраля. – № 23 (235).