ალავიძე გიორგი
(ახალი გვერდი: მარჯვნივ '''ალავიძე გიორგი არტემის ძე''' (1902, ...) |
12:38, 1 ივნისი 2026-ის ვერსია
ალავიძე გიორგი არტემის ძე (1902, იანვარი – 19??) – აგრონომ-სუბტროპიკოსი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ორდენოსანი. დაიბადა ქ. ფოთში. საშუალო განათლება მიიღო ხაშურის გიმნაზიაში, რომელიც 1922 წელს დაამთავრა და შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1927 წლიდან მუშაობდა ცხაკაიას რაიონში, გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგედ; შემდეგ, სამი წლის განმავლობაში – ცხაკაიას ტექნიკუმში, სუბტროპიკული კულტურების პედაგოგად. 1931-1932 წლებში ქობულეთის სუბტროპიკული ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე იყო. 1934 წლამდე მუშაობდა ქობულეთის სასწავლო საბჭოთა მეურნეობის დირექტორად და, ამავე დროს, ლიმონ-მანდარინის ტრესტის საბჭოთა მეურნეობის ქობულეთის ჯგუფის აგრონომ-ინსპექტორად. 1934 წელს თბილისის ლიმონ-მანდარინის ტრესტში გადაიყვანეს.
ხელს უწყობდა საქართველოში სუბტროპიკულ საბჭოთა მეურნეობის მოწყობას, ნარგავების მოვლის მოწინავე აგროტექნიკის გავრცელებასა და სხვ.
1938 წლის 12 ივნისს გალის რაიონიდან საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს დეპუტატად აირჩიეს; ამავე წლიდან – საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომის მოადგილედ, შემდეგ მიწსახკომად.
1941 წელს კ. პ. (ბ) რიგებში მიიღეს, 1945 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ ტექნიკური კულტურების კომისრად. 1946 წლის 10 თებერვალს სსრკ უმაღლეს საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1950 წელს – ტექნიკურ კულტურათა მინისტრად.
დროგამოშვებით სუბტროპიკულ კულტურების შესახებ წერდა. 1934 წელს ამერიკის სუბტროპიკების შესასწავლად იმოგზაურა.
პრაქტიკულ სამეურნეო და სახელმწიფო მუშაობასთან ერთად, გაზეთებში სასოფლო-სამეურნეო საკითხების შესახებაც წერდა.
დაჯილდოებულია: სსრ კავშირის ცაკის მიერ ციტრუსების მეურნეობაში ნაყოფიერი მუშაობისათვის – „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1936), სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის – ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“, „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.
წყარო:
- კომუნისტი. – 1938. – № 131; 1946. – № 6, 11, 19;
- საქართველოს სსრ 1-ლი მოწვევის უმაღლესი საბჭოს მე-2 სესია: კამათი საქართველოს სსრ 1939 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე... // კომუნისტი. – 1939. – 27 ივლისი. – №170. – გვ. 2-3. – იგივე: გაზეთში საბჭოთა აფხაზეთი, 1939. – 30 ივლისი. – №173. – გვ. 3;
- დეპუტატ გ. ა. ალავიძის სიტყვა // კომუნისტი. – 1940. – 14 ივნისი. – №135; 1941. – 12 აპრილი. – №86;
- Речь депутата Г. А. Алавидзе // Заря Востока. – 1940. – 12 июня. – N 134; 1941. – 12 апреля. – N 86;
- ალავიძე, გ. სუბტროპიკულ, სპეციალურ და ტექნიკურ კულტურათა განვითარების დიადი პროგრამა // კომუნისტი. – 1941. – 25 აპრილი. – №97;
- Весенние работы на чайных и цитрусовых плантациях: [Статья заместителя народного комиссара земледелия Грузинской ССР] / Г. Алавидзе // Заря Востока. – 1941. – 27 марта. – N 72;
- ალავიძე, გ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მუშაკები ეხმარებიან ფრონტს: [საქ. სსრ მიწსახკომისრის მოადგილის წერილი] // კომუნისტი: საფრონტო ფურცელი. – 1943. – 3 დეკემბერი. – №30;
- ალავიძე, გ. საუკეთესოდ მოვაწყოთ ციტრუსების მყნობა: [საქ. სსრ მიწათმოქმედების სახ. კომისრის მოადგილის წერილი] // კომუნისტი. – 1944. – 18 ივლისი. – №145;
- ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის... // კომუნისტი. – 1950. – 8 თებერვალი. – №30;
- სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები // კომუნისტი. – 1950. – № 21-27, 28 თებერვალი. – №39-45;
3 Кандидаты сталинского блока коммунистов и беспартийных // Заря Востока. – 1950. – 38-43 февраля. – N 21-26;
- Предвыборное окружное совещание представителей трудящихся единодушно поддержало выдвижение кандидатом в депутаты Верховного Совета СССР Г. А. Алавидзе: Зестафонский избирательный округ // Заря Востока. – 1950. – 12 февраля. – N 32.
წყარო
ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952 [[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები