ალექსიძე მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალექსიძე, მარიამ მარკოზის ასული''' '''[მარიჯანი]''' (12(25) ივნისი, 1890 ...)

11:37, 8 ივნისი 2026-ის ვერსია

ალექსიძე, მარიამ მარკოზის ასული [მარიჯანი] (12(25) ივნისი, 1890 − 9 მაისი, 1978)1 – მგოსანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ქართლელი, შორაპნის მაზრის სოფ. ბაჯითიდან.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. მამა – მ. ტყემალაძე, – პედაგოგი და მქადაგებელი, სასულიერო პირი, კიევის აკადემიადამთავრებული იყო; დედა – დარია ზაქარიას ასული ხახუტაშვილი, – საშუალო განათლებით.

მარიამ ალექსიძემ დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს სახ. ქალთა სასწავლებელი (1908), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართულის გარდა, იცოდა რუსული და ფრანგული ენები.

1909–1912 წწ. მონაწილეობდა მასწავლებელ ქალთა საზოგადოებაში, 1911–1921 წწ. მსახურობდა თბილისის მუშა ქალთა კურსებზე მასწავლებლად, იუსტიციის სამინისტროში – საქმის მწარმოებლად და ბუღალტრის თანაშემწედ, შინაგან საქმეთა სამინისტროში – იურისკონსულტის მდივნად, საქართველოს ჯარში – მოწყალების დად ახალციხის ფრონტზე. მისი მეუღლე ცნობილი გინეკოლოგი, ალ. ალექსიძე იყო, შვილები: დოდო ალექსიძერეჟისორი, ბალერინა – ირინე ალექსიძე.

სამწერლო ასპარეზზე 1916 წელს გამოვიდა. პირველი ლექსები ერთსა და იმავე დღეს გამოაქვეყნა: „ტბა“ („სახალხო საქმე“, 1916 წ.) და ლოხოვიცკაიადან: „მე მიყვარხარ“ („თეატრი და ცხოვრება“, 1916, № 32, გვ. 8). ამავე ჟურნალში დაიბეჭდა მისი ლექსები: „მოპარული სიყვარული“ (№ 33), „მოგონება“ (№ 37), „სუსტი მგზავრი“ (№ 41), „მტერ-მოყვარეს“ (№ 43), „სკრიპკა“ (№ 50); თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც. ლექსების გარდა აქვს პროზაული ნაწარმოებები – როგორც უფროსი, ისე მოზარდი თაობისათვის. მარიულლას ფსევდონიმით სახუმარო ლექსებსაც წერდა. ცნობილია როგორც საბავშვო ნიჭიერი მწერალი, მოთხრობებისა და ლექსების ერთნაირი ძალით შემომქმედი. თავის ნაწარმოებებში ეხება ადამიანის სულიერ განცდებს, სააღმზრდელო საკითხებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ უთანასწორობასა და სხვ. ლირიკულ ლექსებში გრძნობათა უშუალო ამსახველია. მისი პოეტური რწმენით: „ლექსი ხომ გულის ანაფცქვენია და ლექსს უგულოდ ვერავინ დასწერს“.

1939 წელს, მწერალთა კავშირის კლუბში გაიმართა მისი საბავშვო წიგნების განხილვა (რ. ქორქიამ მოხსენება წაიკითხა).

1948 წლის 11 იანვარს მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ხელმძვანელი და სხვ.

ცალკე გამოცემულია

1. მარიჯან: [ლექსები]. – ტფ.: სორაპანი, 1921. – 19 გვ.;
2. ნელი ცირკში: [უმცროს ასაკისათვის]. – თბ., 1926; 1929; 1938. – 18 გვ.; 1944. – 16 გვ.; 1946; 1949. – 20 გვ.;
3. დაკარგული კბილი: ხუმრობა 1 მოქ. / კრებულში „ორი პიესა“ / ი. გრიშაშვილი, მარიჯანი. – ტფ., 1927. – 16 გვ.; ცალკე დაიბეჭდა: თბ., 1940. – 12 გვ.;
4. ჩემი წიგნი / ნ. ნაკაშიძე, ნ. უნაფქოშვილი; [ლექსების ავტ.: მარიჯანი]. – ტფ.: სახელგამი, 1927. – 30 გვ.;
5. პატარა მშენებლები / ნ. ნაკაშიძე, ნ. უნაფქოშვილი, მარიჯანი. – ტფ.: სახელგამი, 1928. – 41 გვ. [პირველად გამოიცა 1924 წელს];
6. ზურა ატმის ქალაქში: [საბავშვო ამბავი]. – ტფ.: სახელგამი, 1933. – 95 გვ.;
7. ცხელი ქვეყნის მცენარეები / ნახატები ნ. თამამშევისა. – ტფ.: სახელგამი, 1936. – 10 გვ.;
8. ბედნიერი თაობა: [საბავშვო მოთხრობები]. – თბ., 1938. – 180 გვ.;
9. პარაშუტი: ლექსები. – თბ.: სახელგამი, 1938. – 37, [2] გვ.;
10. ჩვენი ქვეყანა: [ლექსები]. – თბ., 1938. – 52, [2] გვ.;
11. გულადი კურდღელი: [პიესა]. – 1940. – / საბავშვო პიესები. – თბ.: საბლიტგამი, 1940;
12. მამიდა თეოს მარანი: [მოთხრობა]. – თბ., 1948. – 28 გვ.;
13. მარიჯან: [ლექსები]. – თბ.: სახელგამი, 1949. – 92 გვ.;
14. მზიური ქვეყნის ბავშვები: [მოთხრობები] – თბ.: საბლიტგამი, 1949. – 74 გვ.; 1950;
15. კეთილი გულით: [მოთხრობები]. – თბ.: საბლიტგამი, 1951. – 96 გვ.

თარგმნა

1. ალიგიერი, მარგარიტა. ზღაპარი სიმართლეზე / [ი. გრიშაშვილთან ერთად];
2. ბომარშე. ფიგაროს ქორწინება;
3. კაპასი ცოლი;
4. მოლიერი. სგანარელი;
5. პოგოდინი, ნ. თოფიანი კაცი;
6. სიმონოვი, კ. მელოდე;
7. ტელეფონთან: [ნათარგმნები];
8. ბედნი, დემიან. ბინძური ტიტე. – 1926;
9. ზღვა: [ლექსების ციკლი]. – 1927;
10. ვოლგაზე: [პოემა] // ქართული მწერლობა. – 1930;
11. შვარცი, ე. რა უფრო სწრაფია?: [მოთხრობა ლექსად ბავშვთათვის] / თარგმანი მარიჯანის. – ტფ.: სახელგამი, 1931. – 15 გვ.;
12. დემიდოვი, გ. ვ. ხევსურეთი / თარგმანი მარიჯანისა. – ტფ.: სახელგამი, 1933. – 94 გვ.;
13. ჩუკოვსკი, კ. მზიანა / თარგმანი მარიჯანისა. – ტფ.: სახელგამი, 1935. – 127 გვ.;
14. შარტი, ს. სასვენი ნიშნების ბალეტი / თარგმანი მარიჯანისა. – თბ.: სახელგამი, 1936. – 20 გვ.;
15. ჭანიშვილი, პარმენ. ბუ: ზღაპარი / თარგმანი რუსულ ენაზე]. – 1936;
16. მიხალკოვი, ს. კურდღლის თავგადასავალი / თავისუფალი თარგმანი მარიჯანისა. – თბ.: საბლიტგამი, 1939. – 16 გვ.;
17. სამი გოჭი: ტექსტი და სურათები ვალტერ დისნეის სტუდიისა / თავისუფალი თარგმანი მარიჯანისა. – თბ., 1939. – 30 გვ.;
18. არაყიშვილი, ი. ტრინდი-ბრინდი-ბრანდ-მაიორი: [ლექსი უმცროსი ასაკისათვის / მთარგმნ.: მარიჯანი]. – თბ.: საბლიტგამი, 1940. – 16 გვ.;
19. ივნევი, რ. ა. გოგონა ნინო / მთარგმნ.: მარიჯანი. – თბ., 1943. – 8 გვ.;
20. სურსკაია, ვ. ს. მეც ვეხმარები: [ლექსი / თარგმანი მარიჯანის]. – თბ., 1943. – 8 გვ.;
21. სურსკაია. არც ისეთი პატარა ვარ!: [ლექსი / თარგმანი მარიჯანის]. – თბ., 1943. – 12 გვ.

კრიტიკა და ბიბლიოგრაფია

1. ს. ფ. [ფაშალიშვილი, ს.] მარიჯან: ლექსები: გამომცემლობა ”სორაპანი”: 1921 წ.: [რეცენზია] // ილიონი. – 1922. – № 2. – გვ. 62-63;
2. ჩავლეიშვილი, ალ. იდეური სიმტკიცისათვის საბავშვო ლიტერატურაში // კომუნისტი. – 1933. – № 270;
3. ჩხეიძე, ნ. მარიჯან. ზურა ატმის ქალაქში // კომუნისტური განათლება. – 1933. – № 58;
4. Форш, Ольга. Писательницы Грузии // Звезда. – 1934. – № 2. – с. 147-155;
5. ხუნდაძე, ა. მარიჯანი: „პარაშუტი“: ლექსები: [რეცენზია] // საბჭოთა მასწავლებელი. – 1939. – 3 აპრილი. – № 29. – გვ. 4;
6. სულავა, ა. მარიჯანი – საბავშვო მწერალი: [შემოქმედების კრიტიკული მიმოხილვა] // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 10 მაისი. – № 14;
7. ქორქია, რ. პიონერების ცხოვრება მარიჯანის წიგნში „ბედნიერი თაობა“ // ახალგაზრდა ბოლშევიკი. – 1940. – № 7. – გვ. 52-56;
8. აქვსენტიძე, ალ. ორიოდე სიტყვა საბავშვო პიესების შესახებ // კომუნისტი. – 1941. – № 114;
9. კლდიაშვილი, ს. საბავშვო წიგნი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 51;
10. Гвелесиани, С. Рассказы для детей // Заря Востока. – 1949. – № 154;
11. გავაშელაშვილი, ივ. მარიჯანის ლექსები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 40;
12. ბაიაძე, ვ. რამდენიმე შენიშვნა // სახალხო განათლება. – 1950. – № 31;
13. ღლონტი, შ. „ამერიკის ხმა“ სოხუმის დრამატულ თეატრში: [რეცენზია] // საბჭოთა აფხაზეთი. – 1950. – 10 თებერვალი. – № 30.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ავტობიოგრაფია;
2. მარიჯანის საბავშვო ნაწარმოებთა განხილვა მწერალთა კლუბში // ლიტერატურული საქართველო. – 1939. – № 12;
3. დეპუტატად დასახელება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 47; კომუნისტი. – 1947. – № 244;
4. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 13, 18, 22;
5. ქართული მხატვრული ნაწარმოების რუსული თარგმანების ხარისხი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 43;
6. Пленум Союза Советских писателей Грузии // Заря Востока. – 1951. – № 249.

სქოლიო

1. ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები