გამოფიტვის მღვიმეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გამოფიტვის მღვიმეები''' ჩნდება უთანაბრო სიმტკიცის მქონე [[ქ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:33, 9 ივნისი 2026 მდგომარეობით

გამოფიტვის მღვიმეები ჩნდება უთანაბრო სიმტკიცის მქონე ქანებისაგან შედგენილ წყებებში ტემპერატურის რხევის, ქარის, წყლის გაყინვა- დნობის ზეგავლენით. ასეთი სიღრუვეები მეტწილად მცირე სიდიდისაა და განირჩევა უწესო ფორმით. ზოგ შემთხვევაში მათი მოცულობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთი ასეთი ეხი ჩვენ შეგვხვდა მ. ბანგურიანის სამხრეთ-დასავლურ ფერდობზე (ზემო სვანეთში), პრეკემბრიულ — ქვედაპალეოზოურ გნეისებსა და კრისტალურ ფიქლებში. იგი ატარებდა ჯიხვების ან არჩვების ჯოგის ბინადრობის ნიშნებს. გამოფიტვის მღვიმეები ვითარდება ნალექ ქანებშიც (ქვიშაქვაში, კონგლომერატებში) და ეფუზივებშიც (ვულკანური ტუფები, ტუფბრექჩიები და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები