სტალაგმიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტალაგმიტი''' ეწოდება მღვიმის ფსკერიდან ამართულ კალციტის მ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:16, 10 ივნისი 2026 მდგომარეობით

სტალაგმიტი ეწოდება მღვიმის ფსკერიდან ამართულ კალციტის მოგრძო (ცილინდრულ ან თეთქმის კონუსურ) სხეულს, რომელიც ჭერიდან ცვენილი წვეთების მიერ დალექილი ნივთიერების კონცენტრული გარსებისაგან შედგება. სტალაგმიტებეს თავისებურ სახესხვაობას წარმოადგენენ კეგლისებური სტალაგმიტები, რომლებსაც თავი ოდნავ გამსხვილებული აქვთ.

სტალაგმიტების სიდიდე სტალაქტიტებისაზე მეტია. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც სტალაგმიტი მღვიმის ფსკერზეა დაყრდნობილი, ხოლო სტალაქტიტი ადვილად შეიძლება, თავისი სიმძიმის გავლენით, მოწყდეს ჭერა. სტალაგმიტების დიამეტრი ცვალებადობს რამდენიმე სანტიმეტრიდან 5 მეტრამდე, სიმაღლე კი შეიძლება ზოგ შემთხვევაში აღწევდეს 10-20-30 მ (კარლსბადის მღვ. აშშ-ში). ვაინდოტის მღვიმის (ფლინტის ქედის სისტემის), ერთ-ერთ სტალაგმიტს 13,7 მ სიმაღლე და 21,6 მ გარშემოწერილობა აქვს.

[რედაქტირება] წყარო

მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები