სტალაქტიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტალაქტიტი, (ბერძ. Σταλακτίτης, წვეთ-წვეთად დენა). სტალაქტიტი ეწოდება მღვიმის ზევიდან – ჭერიდან ან კედლის შვერილიდან ჩამოკიდებულ კალციტის მოგრძო სხეულს.

არსებობს სტალაქტიტის მთელე რიგი ნაირსახეობანი – მაკარონისებური, ჩურჩხელისებური, ბურთისებური, ბოლქვისებური და სხვ. ზოგიერთ შემთხვევაში სტალაქტიტი გადაიხრება ვერტიკალური მიმართულებიდან განზე ან ზევითკენ და ქმნის უცნაურ ფორმის ჰელიქტიტებს . სტალაქტიტების უმრავლესობას განივკვეთი წრიული აქვს.

მთელ რიგ მღვიმეებში გამოვლინებულია ე. წ. „მუსიკალური სტალაქტიტები” – სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის სტალაქტიტთა ჯგუფები, რომლებიც მათზე რაიმე საგნის დარტყმისას განსხვავებულ ბგერებს გამოსცემენ. ამგვარი „ბუნებრივი ორღანები" ნაპოვნია მღვიმეებში ჯენოლესნში (ავსტრალია), სოლგონში (აღმ. საიანი), მამონტისაში (აშშ)) და სხვ. ამერიკელმა ინჟინერმა ლელანდ სპრინკლმა სტალაქტიტებისაგან შექმნა ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტი — „სტალაქტიტიური ორღანი“, რომელზეც ყოველგვარი მოტივის დაკვრა შეიძლება.

არსებობს ფერადი სტალაქტიტებიც. ნაირფეროვანი სტალაქტიტები აღნიშნულია მღვიმე კატერლოხში (ავსტრია), ანაკოფიისაში. სტალაქტიტების შეფერილობა ნაწილობრივ დამოკიდებულია მათ ხნოვანებაზე, ამიტომაც ჰერმან ჰოფერის მიერ შემოთავაზებულია ფერის მიხედვით სტალაქტიტების ასაკის განსაზღვრის მეთოდი.

წყარო

მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები