გედევანიშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:
 
1905-1923 წლებში იყო [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის]] წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც [[კაპიტანი|კაპიტნის]] წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის [[არმია|არმიიდან]]. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ [[ვაჩნაძე დავით|დ. ვაჩნაძის]] ბინაში, [[ნოე ჟორდანია|ნ. ჟორდანიასთან]], [[წერეთელი მიხეილ (მიხაკო)|მ. წერეთელთან]], [[გეგეჭკორი ევგენი|ე. გეგეჭკორთან]] და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
 
1905-1923 წლებში იყო [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის]] წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც [[კაპიტანი|კაპიტნის]] წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის [[არმია|არმიიდან]]. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ [[ვაჩნაძე დავით|დ. ვაჩნაძის]] ბინაში, [[ნოე ჟორდანია|ნ. ჟორდანიასთან]], [[წერეთელი მიხეილ (მიხაკო)|მ. წერეთელთან]], [[გეგეჭკორი ევგენი|ე. გეგეჭკორთან]] და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
  
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ ქართული [[საარმიო კორპუსი]]ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა [[კორპუსი (სამხედრო ტერმინი)|კორპუსის]] [[შტაბი|შტაბის]] უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ [[მეთაური|მეთაურია]]. იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული [[ბრიგადა|ბრიგადის]] უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრები]]ს წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს [[საქართველოს სამხედრო სამინისტრო (1918-1921)|სამხედრო სამინისტროს]] საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში [[სამხედრო ისტორია|სამხედრო ისტორიას]] ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული [[გარნიზონი|გარნიზონის]] [[სარდალი]], ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის
+
1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ ქართული [[საარმიო კორპუსი]]ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა [[კორპუსი (სამხედრო ტერმინი)|კორპუსის]] [[შტაბი|შტაბის]] უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ [[მეთაური|მეთაურია]]. იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული [[ბრიგადა|ბრიგადის]] უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრები]]ს წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს [[საქართველოს სამხედრო სამინისტრო (1918-1921)|სამხედრო სამინისტროს]] საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში [[სამხედრო ისტორია|სამხედრო ისტორიას]] ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული [[გარნიზონი|გარნიზონის]] [[სარდალი]], ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში [[რუსეთ-საქართველოს ომი 1921|რუსეთ-საქართველოს ომი]]ს დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტის]] სარდლად დაინიშნა.
ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში [[რუსეთ-საქართველოს ომი 1921|რუსეთ-საქართველოს ომი]]ს დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტის]] სარდლად დაინიშნა.
+
  
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა.
+
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში. მალევე შეეგუა საქართველოს ბოლშევიკურ მმართველობას.(''ლელა სარალიძე'')
 +
 
 +
1922-1926 წლებში მსახურობდა ქართულ [[წითელი არმია|წითელ არმია]]ში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის. შედიოდა ,,გაერთიანებულ სამხედრო ცენტრში“, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.
 +
 
 +
1924 წლიდან ხდება კომუნისტური პარტიის წევრი და მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე. 1923-1926 წლებში იყო სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე. 1926 წელს პენსიაზე გავიდა.
 +
 
 +
1926-1928 წლებში მუშაობდა [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრი]]ს დირექტორად. 1928- 1929 წლებში იყო ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული.
 +
 
 +
1929-1939 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ. სახელი გაითქვა როგორც დრამატურგმა და პუბლიცისტმა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1908 წელს, ციხეში ყოფნის დროს. ავტორია რიგი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებისა]], რომლებიც შევიდა XX საუკუნის დასაწყისის ქართული თეატრების [[რეპერტუარი|რეპერტუარში]]. ცნობილი გახდა როგორც XX საუკუნის ქართული სოციალური დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ციხეში მან დაწერა პიესა ,,მსხვერპლი“ (რომელიც აკრძალული იყო მეფის მთავრობის მიერ) და არ ჩამოდიოდა სცენიდან პირველი დადგმიდან 1911 წელს, ვიდრე 1931 წლამდე. ავტორია პოპულარული დრამებისა ,,მოღალატე“ (1912 წ.), ,,სინათლე“ (1914 წ.), ,,ოჯახი“ (1916 წ.) და რიგი მოთხრობებისა. ავტორია სამხედრო-ისტორიული ხასიათის შრომებისა ,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ (1915 წ.), „მოთხრობათა კრებული“ (1927 წ.) და „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“ (1939 წ.).
  
'''''ლელა სარალიძე'''''
 
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 22: ხაზი 28:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]  
+
* [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]  
 
+
* [[დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები]]
  
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]  
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკური მოღვაწენი]]  
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი სარდლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი სარდლები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები]]
 
[[კატეგორია: სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია: სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების  წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების  წევრები]]
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
 
[[კატეგორია:გედევანიშვილები]]
 
[[კატეგორია:გედევანიშვილები]]

18:08, 25 ივნისი 2026-ის ვერსია

იოსებ გედევანიშვილი

გედევანიშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე - (02.01.1872 - 1939) - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის ძმა.

1905-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის არმიიდან. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ დ. ვაჩნაძის ბინაში, ნ. ჟორდანიასთან, მ. წერეთელთან, ე. გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა კორპუსის შტაბის უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ მეთაურია. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული ბრიგადის უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი, ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა საქართველოში. მალევე შეეგუა საქართველოს ბოლშევიკურ მმართველობას.(ლელა სარალიძე)

1922-1926 წლებში მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოსვლებისათვის. შედიოდა ,,გაერთიანებულ სამხედრო ცენტრში“, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

1924 წლიდან ხდება კომუნისტური პარტიის წევრი და მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე. 1923-1926 წლებში იყო სამხედრო-საგამომცემლო კოლეგიის თავმჯდომარე. 1926 წელს პენსიაზე გავიდა.

1926-1928 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის დირექტორად. 1928- 1929 წლებში იყო ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული.

1929-1939 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილედ. სახელი გაითქვა როგორც დრამატურგმა და პუბლიცისტმა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1908 წელს, ციხეში ყოფნის დროს. ავტორია რიგი პიესებისა, რომლებიც შევიდა XX საუკუნის დასაწყისის ქართული თეატრების რეპერტუარში. ცნობილი გახდა როგორც XX საუკუნის ქართული სოციალური დრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ციხეში მან დაწერა პიესა ,,მსხვერპლი“ (რომელიც აკრძალული იყო მეფის მთავრობის მიერ) და არ ჩამოდიოდა სცენიდან პირველი დადგმიდან 1911 წელს, ვიდრე 1931 წლამდე. ავტორია პოპულარული დრამებისა ,,მოღალატე“ (1912 წ.), ,,სინათლე“ (1914 წ.), ,,ოჯახი“ (1916 წ.) და რიგი მოთხრობებისა. ავტორია სამხედრო-ისტორიული ხასიათის შრომებისა ,,სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ (1915 წ.), „მოთხრობათა კრებული“ (1927 წ.) და „სამხედრო ხელოვნება „ვეფხისტყაოსანში“ (1939 წ.).


ლიტერატურა

  • ა, ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები), თბ., 2014;
  • ლ. დოლიძე, გენერლები საქართველოდან, თბ., 2003;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბ., 2003;
  • მ. გოგიტიძე, სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2015.

იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები