გაბუნია ნოდარ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნოდარ გაბუნია“ გადაიტანა გვერდზე „გაბუნია ნოდარ“ გადამისამარ...) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართელი კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართველი პიანისტები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] |
17:47, 4 აგვისტო 2017-ის ვერსია
გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე - (9. VIII. 1933, თბილისი, – 31. VIII. 2000, იქვე), ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1985), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1973-79) და თავმჯდომარე (1996-97).
დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვანელი ა. გოლდენვეიზერი), ხოლო 1962 კომპოზიციის განხრით (ხელმძღვანელი ა. ხაჩატურიანი).
1962-იდან მოღვაწეობდა თბილისში (კონსერვატორიის პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის გამგე – 1965, რექტორი – 1984), გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი (პირველმა საქართველოში შეასრულა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა, 1970, ბარტოკის საფორტეპიანო შემოქმედების პროპაგანდისტი იყო).
გაბუნია ავტორია 2 მუსიკალური კომედიისა: „ყვარყვარე თუთაბერი“ (1973) და „ხე ჭრიალებს“ (1979), დაიდგა თბილისის მუსიკის კომედიის თეატრში (1974, 1979), 2 სიმფონიისა (1972, 1984), 3 საფორტეპიანო კონცერტისა (1961, 1976, 1986); მასვე ეკუთვნის სონატა საყვირის, ფორტეპიანოსა და დასარტყმელი საკრავებისათვის (1980). სონატები და პიესები ფორტეპიანოსათვის, ორგანისათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო ტრიო, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მ. შ. ცნობილი „იგავი“ (ს.ს. ორბელიანის მიხედვით, 1964, იუნესკოს საერთაშორისო პრემია, 1965), მუსიკა თეატრისა და კინო-ფილმებისათვის („ვედრება“, „ნერგები“, „აურზაური სალხინეთში“) და სხვ. გაბუნიამ აღზარდა ნიჭიერ პიანისტთა პლეადა. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")