გიაუროვი ნიკოლაი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:მომღერლები]] | [[კატეგორია:მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:ბულგარელი მომღერლები]] | [[კატეგორია:ბულგარელი მომღერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
10:50, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია
ნიკოლაი გიაუროვი -(13. IX. 1929, ველინგრადი 2. VI 2004, მოდენა, იტალია), ბულგარელი მომღერალი (ბანი) ბულგარეთის სრ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა სოფიის კონსერვატორიაში.
1955 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1955-იდან იყო სოფიის ოპერის სოლისტი. 1955-57 მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, ხოლო 1957-58 მისი სოლისტი. 1960-იდან გიაუროვი „ლა სკალას“ (მილანი) თეატრის სოლისტი. პარტიები: დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), პიმენი და ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), დალანდი (ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“), ფილიპი (ვერდის „დონ კარლოსი“). გასტროლებს მართავდა უცხოეთის ქვეყნებში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")