სულთმოფენობა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]] | [[კატეგორია:რელიგიური დღესასწაულები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქრისტიანული დღესასწაულები]] | ||
11:52, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია
სულთმოფენობა - ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაული, რომელიც აღესრულება ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს.
უფლის დანაბარების თანახმად, ღმრთისმშობელმა, მოციქულებმა და უფლის სხვა მოწაფეებმა სულ ას ოცმა კაცმა - არ დატოვა იერუსალიმი და გაძლიერებული ლოცვითა და მარხვით ემზადებოდა სულიწმიდის მისაღებად. ამაღლებიდან მეათე დღეს, ანუ აღდგომიდან 50-ე დღეს, ძლიერი გრიგალის ხმამ აავსო სახლი, სადაც მოციქულები იმყოფებოდნენ და ხილულად მოევლინა მათ სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით და დაეფინა თითოეულ მათგანს; ყველა აღივსო სულიწმიდით და სხვადასხვა ენებზე ამეტყველდა. იქ მყოფნი - პონტოელნი, კაპადოკიელნი, რომაელნი, ეგვიპტელნი, არაბნი და სხვანი ძლიერ გაკვირდნენ, როცა უბრალო მეთევზენი უცხო ენებზე ალაპარაკდნენ. მოციქულმა პეტრემ მათ გაახსენა იოველ წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „და იყოს უკანასკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი; ხილვასა იხილავდნენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, და მონათა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყველებდნენ“.
იმ დღეს სულიწმიდით ავსებული წმ. პეტრეს ქადაგებით, 3000 კაცმა იწამა ქრისტეს რჯული და დაარსდა პირველი ქრისტიანული სამოციქულო ეკლესია.
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ წმ. პეტრეს ქადაგებით კიდევ 5000 კაცი შეემატა ქრისტეს სამოციქულო ეკლესიას.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.